FM97.5 / LIVE

2016 წლიდან სილამაზის სალონების შემოწება იწყება

მთავარისაზოგადოება 26.12.2015
ახალციხეში არსებული სილამაზის სალონები, ასევე, ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩამტარებელი ნებისმიერი დაწესებულება შემოწმდება. დაწესებულებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეამოწმებს.

2016 წლიდან სილამაზის სალონების შემოწება იწყება

ყველა მსგავსი დაწესებულება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბერის N473 დადგენილების შესაბამისად შემოწმდება.

„როდესაც არ არის სანიტარული ნორმები დაცული, დიდია შანსი C და A ჰეპატიტის და შიდსის გავრცელების. ამიტომ ყველა დაწესებულება შემოწმდება და მდგომარეობის გამოსასწორებლად მიეცემათ გონივრული ვადა“, – ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვისცენტრის უფროსი ფატი ხაბულიანი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სილამაზის სალონები, ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩამტარებელი ნებისმიერი დაწესებულება, მათ რეკომენდაციებს არ გაითვალიწინებს, გარკვეული ტიპის სანქციები დაეკისრებათ.

„29 დეკემბერს გვექნება შეხვედრა ინდ. მეწარმეებთან, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული, გავაცნობთ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. რეგისტრაცია უნდა გაიარონ, როგორც საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტი და როცა მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ საქმიანობის უფლება. მათი კონტროლი 15 იანვრიდან დაიწყება“, – ამბობს ფატი ხაბულიანი.

აღნიშნული დაწესებულებები წლებია არ შემოწმებულა.

შეხვედრა, მერიის ყოფილ შენობაში, კეცხოველის 6 ნომერში გაიმართება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკრებულომ ინფექციების კონტროლისთვის მეთოდური რეკომენდაცია დაამტკიცა
ჯანდაცვის ცენტრმა ახალციხის სალონები შეამოწმა
ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო
ასპინძაში სალონების კონტროლი იწყება
იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს
ახალციხის მერიის აუდიტმა  ფატი ხაბულიანის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება