FM97.5 / LIVE

პირველად საქართველოში – იხსნება საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი

მთავარისაზოგადოება 17.12.2015
27 დეკემბერს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი იხსნება. კოლეჯის წარმომადგენლებმა ახალციხეში დღეს ღია კარის დღე გამართეს.

პირველად საქართველოში – იხსნება საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი

შეხვედრა სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხე“–ს საკონფერენციო დარბაზში შედგა. ღია კარის დღეს სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და საავადმყოფოს მედპერსონალი დაესწრო.

დავით ტვილდიანის სამედიცინო კოლეჯის წარმომადგენლები შეკრებილებს უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრნენ.

მათი განმარტებით, საექთნო კოლეჯი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ექთნებს მოამზადებს, რაც ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარებას შეუწყობს ხელს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა აშშ-ს ექთნების სალიცენზიო გამოცდის (NCLEX)-ის მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული და როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან ჯგუფებს გამოუშვებს.

კოლეჯის სასწავლო პროგრამა 2 წლიანია. სტუდენტთა მიღება ორ ნაკადად განხორციელდება: თებერვალსა და სექტემბერში.

უკვე ცნობილია, რომ მაღალრეიტინგული სტუდენტების სწავლის საფასურს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ დააფინანსებს, ასევე კორპორაცია სტუდენტებისთვის შეღავათიანი სასწავლო კრედიტის გაცემას უზრუნველყოფს.

კომპანია „ევექსის“ საექთნო დეპარტამენტის დირექტორის, თანარ დაუსის თქმით, კომპანია 20 საუკეთესო სტუდენტს სწავლის საფასურს მთლიანად დაუფარავს: „დანარჩენი სტუდენტებისთვის გაიცემა გრანტები, სტუდენტური სესხის სახით. სტუდენტები თანხას დასაქმების შემდეგ დააბრუნებენ“.

გარდა ამისა, როგორც „ევექსში“ აცხადებენ, კოლეჯის კურსდამთავრებულებს კორპორაციის ქსელში შემავალ კლინიკებში დაასაქმებენ: „ამასთანავე საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ აშშ-ს საექთნო სალიცენზიო გამოცდა (NCLEX), რომელიც მათ აშშ-ს მწვანე ბარათსა (Green Card) და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას მისცემს“.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პრეზიდენტი დიმიტრი ტვილდიანის განმარტებით, ეს კოლეჯი შესანიშნავი შანსია ექთნობის მსურველებისთვის: „ვეპატიჟებით ყველას, ვისაც უნდა, რომ მედიცინის სფეროში იმუშაოს“.

სამედიცინო კოლეჯში პირველი ნაკადი სწავლას 2016 წლის თებერვალში დაიწყებს. კოლეჯში სწავლის მსურველებმა ორი გამოცდა უნდა ჩააბარონ: მათემატიკასა და ბიოლოგიაში.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსისტეტის საექთნო კოლეჯი და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ღია კარის დღეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს. ხვალ, 18 დეკემბერს, ღია კარის დღე ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება, 19 დეკემბერს – აჭარაში, 21 დეკემბერს – კახეთში, 27 დეკემბერსა და 24 იანვარს კი თბილისში.

პირველად საქართველოში – იხსნება საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხური: რას სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო საქმის პროგრამა სტუდენტებს [ვიდეო] ®
„უნიმედი სამცხეს“ ექთნებს ტესტირება ჩაუტარდებათ
‘ევექსმა’ სამცხე–ჯავახეთში ექთნების უფასოდ გადამზადება დაიწყო
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პირველი სტუდენტები [R]
იაშვილის კლინიკის პედიატრები ახალციხეში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ
საშემოდგომო მიღება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ®
ახალქალაქის კოლეჯი რეორგანიზაციის მოლოდინში