FM97.5 / LIVE

მეზობლების დავა შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

მთავარისამართალი 16.11.2012
75 წლის შუშანა ანდრანიკიანი მეზობლისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივრის შეტანას სასამართლოში აპირებს

მეზობლების დავა  შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
შუშანა ანდრანიკიანი თამარაშვილის ქუჩაზე, რვასართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობს. იგი ჩივის, რომ წლებია მესამე სართულზე მცხოვრები მეზობლისგან მასთან წყალი ჩადის, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მდგომარეობა არ იცვლება. ბინის მესაკუთრე სამსონიძეები მისი პრობლემით არც კი ინტერესდებიან.

”40 წელია ამ დღეში ვარ. კედლები გაშრობას ვერ ასწრებს, რომ იგივე მეორდება. აქამდე წყალი მარტო სააბაზანოში და სამზარეულოში ჩამოდიოდა, ახლა ზალაშიც ჩამოდის, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. ვითხოვ, რომ მოყენებული ზარალი ამინაზღაურონ ”, - ამბობს იგი. მისი ვარაუდით, წყალი საკანალიზაციო სისტემიდან ჟონავს.

ბინის მეპატრონე ნათელა სამსონიძე მეზობლის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

” წყალი ჩემგან არასოდეს ჩასულა. ამჟამად ბინა გაქირავებული მაქვს, მდგურებს ონკანი შემთხვევით ღია დარჩათ და ამიტომ ჩავიდა. უთხრეს, რაც გაგიფუჭდათ, გაგიკეთებთო, მეტი რა უნდა?! ადრე წყალი ჩემგან კი არა, ზემო სართულიდან ჩამოდიოდა და მაშინ მეც დავზარალდი”,- ამბობს იგი.

მდგმურები, რომლებიც სამსონიძეების ბინაში ცხოვრობენ, კომენტარისგან თავს იკავებენ. პირად საუბარში კი ამბობენ, რომ წყალი მეზობელთან მათი დაუდევრობის გამო არ ჩასულა და შესაბამისად, ზარალის ანზღაურებაზეც ბინის მეპატრონემ უნდა იზრუნოს.

დაზარალებულმა დახმარების თხოვნით უბნის ინსპექტორსაც მიმართა. ანდრანიკიანი ამბობს, რომ ინსპექტორ- გამომძიებელმა მამუკა გელაშვილმა სამსონიძეებიც და მათი მდგმურებიც ორჯერ გააფრთხილა: ”ინსპექტორის გაფრთხილების შემდეგ, ერთხელ ჩამოვიდნენ და მითხრეს, რაც გავაფუჭეთ, გაგირემონტებთო. მერე აღარ გამოჩენილან. ასე მოხდა წინა მდგმურების შემთხვევაშიც. შემპირდნენ და ისე წავიდნენ, არაფერი აგააკეთეს”.

”სამხრეთის კარიბჭე” უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს მამუკა გელაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა. გელაშვილმა საუბარში დაგვიდასტურა, რომ მსგავსი დავა მართლაც არსებობს, თუმცა, ოფიციალურ კომენტარზე უარი გვითხრა, რადგან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს პრესასთან ურთიერთობა აკრძალული აქვთ.

ანდრანიკიანი მეზობლისაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას უმოკლეს ვადაში ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ ბინის მეპატრონე, ან ამჟამად იქ მცხოვრებლები მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის
ცხრა აპრილის ქუჩაზე ბინის გატეხვის მცდელობის ფაქტზე პოლიცია გამოიძახეს
სახურავგადახდილ კორპუსში დახმარებას ითხოვენ
აბასთუმანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა [ფოტო]
ვინ ცრუობს მეწარმე, ვიცე მერი თუ ხალხი – დავა თამარაშვილის ქუჩაზე
კორპუსი სახურავის, შიდა საკანალიზაციო და წყლის სისტემის გარეშე
ხანძთელის ქუჩაზე ამოსული წყალი ადგილობრივის სარდაფს ტბორავს