FM97.5 / LIVE

კობა გორგოძე 'გირჩთან' რჩება და მაჟორიტარი აღარ იქნება

მთავარისიახლე, არჩევნები 28.09.2016
კობა გორგოძემ, რომელიც ახალციხე–ადიგენის ოლქში, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელით კენჭს იყრიდა, ცესკოს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე განცხადებით მიმართა.

კობა გორგოძე 'გირჩთან' რჩება და მაჟორიტარი აღარ იქნება

„გადავწყვიტე ჩემს გუნდთან ერთად დავრჩე და მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ექვს საათამდე მოვასწარი და ცესკოს განცხადებით მივმარეთე“,-განაცხადა კობა გორგოძემ.

მისი თქმით, „გირჩთან“ ერთად პარტიულ საქმიანობას გააგრძელებს და თვითმართველობის არჩევნებისთვის დაიწყებს მზადებას. ამ პერიოდის განმავლობაში იმუშავებს „გირჩის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციაც.

დღეს, 28 სექტემბერს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე ცენტარლურ სააჩევნო კომისიას, „გირჩის“ კიდევ 15 წევრმა მიმართა. ისინი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ დეპუტატობის კანდიდატები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში.

„გირჩის“ არცერთი წევრი არ დარჩენილა ბურჭულაძის პარტიაში, ყველა წამოვიდა და კანდიდატურებიც მოიხსნეს“, - განაცხადა კობა გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 სექტემბერს „გირჩმა“ საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძის პარტია ხვალ ადიგენში ბრიფინგს გამართავს. ამის შეასახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ ადიგენის შტაბის წარმომადგენელმა აცნობა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დარჩება თუ არა კობა გორგოძე მაჟორიტარად, დღეს გაირკვევა
ბლოკმა ‘სახელმწიფო ხალხისთვის’ სამცხე-ჯავახეთში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
'ახალმა მემარჯვენეებმა' ბურჭულაძის ბლოკი დატოვეს
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]