FM97.5 / LIVE

პრემიერი: ‘შეიძლება, ერთი ადამიანი გავანაწყენოთ და 20-ის სიცოცხლე ვიხსნათ’

მთავარისაზოგადოება 04.12.2015
პრემიერი ინიციატივით გამოდის, ავტომანქანების გაუმართაობის პრობლემის მოსაგვარებლად ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ასევე, დაინერგოს ავტომანქანების დაზღვევა და ტექდათვალიერება.

პრემიერი: ‘შეიძლება, ერთი ადამიანი გავანაწყენოთ და 20-ის სიცოცხლე ვიხსნათ’
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი საზრუნავი ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა უნდა იყოს.

„შეიძლება, ერთი ადამიანი გავანაწყენოთ და 20-ის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამაზე შეიძლება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ. ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნიათ. რაღაც ხარჯი შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, შეიძლება კომპანიებს ვთხოვოთ, რომ გააკეთონ განვადება, მაგრამ ეს სასწრაფოდ დასარეგულირებელია, ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ავტომანქანების დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება დაინერგება. ცვლილებები დროში გაიწერება. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხს დროსა და სივრცეში დანახვა, გეგმის შემუშავება, მოსახლეობისთვის წარდგენა და განხორციელება სჭირდება. გეგმას მთავრობა მოსახლეობას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

„მანამდე, გთავაზობთ, ჩავატაროთ კვლევა და გავიგოთ ხალხის აზრი, რამდენად აწუხებთ მათ ეს საკითხი. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას აწუხებს. სიმსივნეების და სხვა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის გამონაბოლქვი“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობაც მარჯვენასაჭიან და გაუმართავ ავტომანქანებს უკავშირდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მთავრობის მთავრი პრიორიტეტი ეკონომიკა გახდა’ - პრემიერი
მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ დავალიანებას ნოემბრიდან აუნაზღაურებს
პრემიერი მინისტრებს, მერებსა და გამგებლებს აფრთხილებს
პრემიერი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა
დაღუპულთა ოჯახები 10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ
პრემიერი იმ ჟურნალისტებს დააჯილდოვებს, რომლებიც 13 ივნისს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობდნენ
პრემიერი გუბერნატორებს: 'მზად უნდა იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად'