FM97.5 / LIVE

მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ დავალიანებას ნოემბრიდან აუნაზღაურებს

მთავარისიახლე 29.10.2020
საქართველოს მთავრობა 1–ელი ნოემბრიდან მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში თითოეულ მოქალაქეს კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ დავალიანებას ნოემბრიდან აუნაზღაურებს

პრემიერ–მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა დააანონსა, რაც გულისხმობს ბიზნესისა და ცალკეული მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას.

„ეს გახლავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ანაზღაურება კომუნალური გადასახადებისა, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან 4 თვე და როგორც წინა ეტაპზე, შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, 200 კბ მეტრამდე გაზის მოხმარება, წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია, რომ მოქალაქეებს მხარში დაუდგეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე განმარტებით, კომუნალური დავალიანების გადახდა მოსახლეობისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, შემოსავალი დაკარგეს.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მთავარობა კომუნალურ გადასახადებს კიდევ ოთხი თვის განმავლობაში აანაზღაურებს
მოქალაქეთა ნაწილს 3 თვით კომუნალურ გადასახადებს მთავრობა გადაუხდის
მარტის კომუნალურ შეღავათზე უარი 3534-მა პირმა თქვა

'ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია' - გახარია
სემეკმა კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა შექმნა
როგორ დავამტკიცოთ, რომ არაფორმალურად დასაქმებული ვიყავით – გახარიას განმარტება
მარტის კომუნალურ შეღავათზე უარის თქმის ვადა იწურება