FM97.5 / LIVE
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ნახევრდება

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ნახევრდება

მთავარისაზოგადოება 11.11.2013
შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევებზე სახდელის ოდენობები მცირდება.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ნახევრდება
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ინიციატივის შედეგად აუცილებელი გახდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ჯარიმის ოდენობების და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადების შემცირების მიზნით, კერძოდ:

კანონპროექტის მიხედვით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, სიჩქარის გადაჭარბებისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) – 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავის ოდენობა 500 ლარის ნაცვლად 150 ლარამდე შემცირდება. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, 10 ლარიან ჯარიმას და გადაუხდელობის შემთხვევაში 150 ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად მართვის უფლება 6 თვის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

ასევე, 125-ე მუხლის მე-71 ნაწილით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 100 ლარიანი ჯარიმა ნახევრდება და მისი ოდენობა 50 ლარი იქნება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს 500 ლარის ნაცვლად 150 ლარის ოდენობით დაერიცხება საურავი. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

მცირდება აგრეთვე 125-ე მუხლის მე-72 ნაწილით განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 200 ლარიანი ჯარიმა და მისი ოდენობა 100 ლარი იქნება. ჯარიმის და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი 2 წლის ნაცვლად მართვის უფლება 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1500 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 1000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი.

ასევე განახევრდა 116-ე, 117-ე, 1181-ე, 1182-ე, 1183-ე, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე, 127-ე და 1271-ე მუხლებით დადგენილი ჯარიმების და საურავების გადაუხდელობის შემთხვევაში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები და ჩამორთმეული მართვის უფლების ჯარიმით შეცვლის თანხები, კერძოდ: ამ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს მართვის უფლება 1 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო 2 წლის ნაცვლად – 1 წლით. ჩამორთმეული მართვის უფლების ჯარიმით შეცვლის შემთხვევაში, თუ მართვის უფლება 6 თვით არის ჩამორთმეული, ჯარიმის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად 500 ლარი იქნება, ხოლო 1 წლით ჩამორთმევის შემთხვევაში 1500 ლარის ნაცვლად – 1000 ლარი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირების საპარკინგე ადგილით არაკანონიერად სარგებლობისთვის ჯარიმა გაიზარდა
გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები იზრდება
პარლამენტმა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღებას მხარი I მოსმენით დაუჭირა
საჭესთან მობილურზე საუბარი – 30 ლარი  – კიდევ რა დარღვევაზე იზრდება ჯარიმა
მძღოლებისათვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია
2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა
რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა