FM97.5 / LIVE

‘ნუ გაათხოვებ’ – ახალციხეში ნაადრევი ქორწინება გააპროტესტეს

მთავარისაზოგადოება 25.11.2015
ტრანსფარანტებით: ნუ გაათხოვებ! ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა! მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა! – ახალციხეში ადრეული ქორწინება გააპროტესტეს.

‘ნუ გაათხოვებ’ –  ახალციხეში ნაადრევი ქორწინება გააპროტესტეს

აქციაში, რომელიც ახალციხის ცენტრალურ პარკში გაიმართა, ახალციხის არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალციხის გენდერის მედიაცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეები პარკში გამვლელ მოქალაქეებს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე ესაუბრებოდნენ. აქციაზევე წაიკითხეს კამპანის ორგანიზატორის, ქალთა მოძრაობის მიერ შემუშავებული მიმართვა.

„18 წლამდე ქორწინებაა არ არის ქორწინება, ეს სექსუალური ძალადობაა. მოვუწოდებთ მშობლებს შეეცადონ საკუთარ შვილებს მისცენ განათლება, არ გაათხოვონ ნაადრევად, რადგან შემდეგ არ მოუწიოთ პრობლემების წინაშე დადგომა“, – ამბობს ანა მურადაშვილი.

ახალციხის ცენტრალურ პარკში ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ გამართული აქცია ერთ საათს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქცია, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, გოგონათა ნაადრევ ქორწინებას საღამოს, 20:00 საათზე, პერფორმანსით გააპროტესტებენ.

„საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი.

„სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით.“ - აცხადებენ ქალთა მოძრაობის წევრები.

ქალთა მოძრაობა სახელმწიფოსგან კანონის გამკაცრებასა და მსგავს ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას უერთდება
ნუ გაათხოვებ! – იწყება კამპანია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ [Video]
ფლეშმობი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ [ფოტო]
გამოკითხვა: ახალციხელები ადრეული ქორწინების შესახებ [Video]
კვირის აქცენტი: ნაადრევი ქორწინება [Video]
ოჯახი, სკოლის ნაცვლად [ინფოგრაფიკა]
არა ძალადობას! არა ფემიციდს! – ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს [Photo]