FM97.5 / LIVE
ნუ გაათხოვებ! – იწყება კამპანია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ [Video]

ნუ გაათხოვებ! – იწყება კამპანია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ [Video]

მთავარისაზოგადოება 22.11.2015
ნუ გაათხოვებ! ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა! მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა! – ადრეული ქორწინების წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია იწყება.

ნუ გაათხოვებ! – იწყება კამპანია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ [Video]
კამპანიის ინიციატორი ქალთა მოძრაობაა. მათი ორგანიზებით 25 ნოემბერს (ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს), 20:00 საათზე, თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ქალთა მოძრაობის აქცია გაიმართება. პარალელურად, აქციები გაიმართება საქართველოს რეგიონებშიც.

აქციებამდე, თბილისშიც და რეგიონებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები , რომელთა მიზანი ნაადრევი ქორწინების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ნუ გაათხოვებ! – იწყება კამპანია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ [Video] „საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს აღნიშნულ საკითხს და უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში შეწყვიტა სკოლაში სიარული, როგორც წესი, ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

„საქართველოს კანონმდებლობით ადამიანი 18 წლამდე არასრულწლოვნად ითვლება და ამიტომაც სწორედ 18 წლიდან იწყება ქორწინების ასაკი. მაგრამ, საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2014 წელს, 16-19 წლის ასაკის 3984-მა გოგონამ იქორწინა. საქართველოში ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. ადრეული ქორწინების გამო გოგონები წყვეტენ სწავლას, განათლების მიღებას. სწავლის შეწყვეტა კი აფერხებს პიროვნულ განვითარებას და გოგონებს უკარგავს სამომავლო დასაქმების პერსპექტივას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლიც.



"ბავშვები თამაშობენ. ბავშვები სწავლობენ. ზოგჯერ ბავშვები ნაადრევად ქორწინდებიან უფროსებზე. საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ. გოგონები გათხოვების შემდეგ წყვეტენ სწავლას. მათ არ აქვთ პროფესია და კარიერა. საქართველოში ყოველდღე 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. გოგონები მზად არ არიან ორსულობისთვის. არასრულწლოვნებში მაღალია დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა. ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა. ნუ გაათხოვებ!" – ისმის რგოლში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ნუ გაათხოვებ’ –  ახალციხეში ნაადრევი ქორწინება გააპროტესტეს
სამცხე-ჯავახეთი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას უერთდება
გამოკითხვა: ახალციხელები ადრეული ქორწინების შესახებ [Video]
ახალგაზრდული პროექტი ადრეული ქორწინების პრევენციისთვის
ოჯახი, სკოლის ნაცვლად [ინფოგრაფიკა]
ადრეული ქორწინების პრევენცია – კონკურსი ახალგაზრდებისთვის [R]
ფლეშმობი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ [ფოტო]