FM97.5 / LIVE

ადიგენში გორგულის გზას ვერა, მაგრამ ხიდებს შეაკეთებენ

მთავარიეკონომიკა 17.09.2015
რატომ ვერ ასწრებს ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობა გორგულის გზის გაკეთებას და რატომ გეგმავს იგი სოფლის გზისთვის განკუთვნილი თანხა იმ ხიდების რეაბილიტაციაზე დახარჯოს, რომლებიც ადიგენის გამგეობის ბალანსზე არაა;

ადიგენში გორგულის გზას ვერა, მაგრამ ხიდებს შეაკეთებენ
სოფელ გორგულში ბეტონის გზის რეაბილიტაცია ვერ ესწრება. ამიტომ ამ თანხით, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, იმ ხიდებს შეაკეთებენ, რომლებიც საგზაო დეპარტამენტის ბალანსზეა. ამისთვის, გამგეობას აღნიშნული უწყებიდან მხოლოდ ნებართვა დასჭირდება.

„დაახლოებით 105 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული გორგულის გზის საფარის მოსაწყობად. ექსპერტებთან გავიარეთ კონსულტაციები და გვითხრეს, რომ ამ ეტაპისტთვის ბეტონის საფარის მოწყობა სარისკოა, რადგან შესაძლოა, მომავალში აცივდეს და ის მინარევები თუ შენაერთები, რასაც დაუმატებენ ბეტონს სიცივეს ვეღარ გაუძლოს. ამიტომ იმ მუჯხლიდან 75 ათასი ლარი მოვხსენით და ხიდებში გადმოვიტანეთ“, – განმარტა საკრებულოს სხდომაზე იმედა მღებრიშვილმა და დაამატა, რომ ადგილობრივმა თვიმმთართველობამ საგზაო დეპარტამენტს ხიდების მდგომარეობის შესახებ არა ერთხელ მიწერა, თუმცა საბოლოოდ საქმე არ გაკეთდა, ამიტომ გადაწყვიტეს, აღნიშნულ უწყებას ამ ხიდების შეკეთებისთვის ნებართვა სთხოვონ.

საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რატი ტატალაშვილი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან შეუთავსებლობაში მოდის: „სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ხიდები სახელმწიფო ბიუჯეტით უნდა შეკეთდეს. არ აქვთ უფლება თანხა მიმართონ იმ ობიექტზე პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც მათ ბალანსზე არაა“.

ტატალაშვილს ეთანხმება დეპუტატი პარტია „ბურჯანაძე დემოკრატებიდან“ მალხაზ ბოჩიკაშვილი: „გორგულს უფრო სჭირდება ახლა გზის გაკეთება, ვიდრე სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ხიდებს“.

კითხვაზე, თუ თანხა იყო გათვალისიწნებული და აქამდე რატომ ვერ მოხერხდა გორგულში გზის გაკეთება, საკრებულოს თავმჯდომარე გვპასუხობს: „ფართომასშტაბიანი სამუშაოები გვაქვს ადიგენში გაშლილი და ყველა პრობლემა ეტაპობრივად გვარდება. ეს თანხა სხვადასხვა ტენდერებიდან გვქონდა დაზოგილი და ერთი მუხლიდან ახლა მეორეში გადავიტანეთ“.

სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ თანხას გორგულისა და ზარზმასთან არსებული ხიდების შესაკეთებლად გამოიყენებს. ორივე ხიდი ავარიული და დროებით შეკეთებულია.

ადიგენის საკრებულოს დეპუტატი ლევან ლობჯანიძე აცხადებს, რომ 75 ათასი ლარი ბოლომდე შესაკეთებლად არა თუ ხიდების, არამედ ერთი ხიდის სრულ რეაბილიტაციასაც კი არ ეყოფა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გორგულში ავარიულ ხიდს მომავალ წელს შეაკეთებენ
ადიგენში სტიქიისგან დაზიანებული ხიდები კეთდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში ხიდების რეაბილიტაცია იგეგმება
ადიგენში გორგულის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
რწმუნებულები სოფლად არსებული ხიდების მდგომარეობას სწავლობენ
ადიგენის საკრებულოს იურისტის კვალიფიკაცია საკრებულოს საჭიროებებს ვერ წვდება
ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ