FM97.5 / LIVE

‘თუ მერთან მოქალაქეების მისაცილებელ შტატებს ამატებთ, ეს ბიუჯეტის ფლანგვაა’ – ხმაური საკრებულოში შტატების დამატების გამო

მთავარიპოლიტიკა 07.09.2015
შტატები მოქალაქეების მერამდე მისაცილებლად თუ არასაკმარისი კადრები საქმის საკეთებლად. რატომ იქნება სასაცილო საორგანიზაციო განყოფილებაში, მერიის ახალ შენობაში გადასვლამდე, შტატის დამატება და რატომ მოანდომა ყველაზე მეტი დრო საკრებულომ სხდომაზე ამ საკითხის განხილვას;

‘თუ მერთან მოქალაქეების მისაცილებელ შტატებს ამატებთ, ეს ბიუჯეტის ფლანგვაა’ – ხმაური საკრებულოში შტატების დამატების გამო

ახალციხის მერია ორ შტატს ამატებს. ერთს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში, ჯანდაცვის განყოფილებაში და მეორეს საორგანიზაციო განყოფილებაში, მატერიალურ–ტექნიკური საკითხების სპეციალისტს.

„ამ საკითხის განხილვას ბიუროს სხდომაზე ხმაური მოყვა. ახლა საკრებულოს სხდომაზე დაგვისაბუთონ, რატომ არის საჭირო ორი შტატის დამატება“, – განაცხადა ქალაქის საკრებულოს რიგით მე–14 სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა და იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ შალვა გოგოლაძემ.

დასაბუთება ერთ–ერთი შტატის დამატების ინიციატორმა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო მიქაბერიძემ სცადა: „ჯანდაცვაში შტატის დამატების საკითხი ამავე განყოფილების უფროსის მომართვის შემდეგ გადავწყვიტეთ. ძალიან ბევრი განცხადება შემოდის, დაგვემატა ახალი პროგრამებიც და ორი ადამიანი, განყოფილების უფროსი და სპეციალისტი ფიზიკურად ამ ყველაფერს ვეღარ აუდის. დოკუმენტებს დახარისხება სჭირდება, შემდგომ კომისიის მოწვევაა საჭირო, ეს ყველაფერი დროში იწელება“.

მიქაბერიძის განცხადებითვე, მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებში სპეციალისტის დამატება პირადად მისი ინიციატივაა: „აქ ერთი სპეციალისტია, არადა ბევრი ფუნქცია აკისრია, ეს არის ტექნიკის, ავეჯის, მანქანების, საკანცელარიო ნივთების მოლვა–შენახვა. ახლა, ვიდრე ერთ შენობაში, გამგეობასთან ერთად ვმუშაობთ და მერიის სპეციალისტთან ერთად ამ ყველაფერზე გამგეობის მეორე სპეციალისტიც ზრუნავს, მის საჭიროებას იმდენად ვერ ვგრძნობთ, მაგრამ როგორც კი ახალ შენობაშიგადავალთ, ეს უფრო საჭირო გახდება“.

საკრებულოს უმცირესობამ შტატების დამატების საკითხი გააპროტესტა. „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის“ მალხაზ გიქოშვილის განცხადებით, მერიაში შტატები გაბერილია. მერიას კადრების დამატება კი არა, მინიმუმ ათი შტატის შემცირება სჭირდება: „ძალიან ბევრი უმაქნისი გვყავს და არაფერს აკეთებენ, თავისი ფუნქციაც კი არ იციან. რომ ჰკითხო რისი გაკეთება გავალიაო, გეტყვიან რომ მოქალაქეებს ეხმარებიან, მაგრამ რაში კონკრეტულად ვერ გეტყვიან. თუ მერთან მოქალაქეების მისაცილებელ შტატებს ამატებთ, ეს ბიუჯეტის ფლანგვაა“.

თუ მერიაში ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ, დაკავებული თანამდებობებიდან რომ უნდა გათავისუფლდნენ, ამაზე გიქოშვილს საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან მამუკა მიქელაძეც დაემოწმა: „თუ ვინმე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ამაზე მოქალაქეების საჩივრებიც შემოვა, დავაყენოთ მისი გათავისუფლების საკითხი მერთან, საქმეს რატომ ვაფუჭებინებთ?! ბიუჯეტის ფული მხოლოდ ხელფასებში არ უნდა წავიდეს“.

შალვა გოგოლაძე, რომლისთვისაც შტატების დამატების არგუმენტი არც თუ ისე საფუძვლიანია, დაინტერესდა, თუ რა დრო დასჭირდება პროცედურების გავლას ახალი კადრების დასანიშნად.

„როგორც კი გადმოიგზავნება საკრებულოდან დამტკიცებული საშტატო ნუსხა, უფლება მექნება დავნიშნო დროებით მოვალეობის შემსრულებელი კონკურსის წესით შევსებამდე“, – განარტა სხდომაზე მიქაბერიძემ.

„დავუშვათ საშტატო ნუსხა მოვიწონეთ, მაგერამ ახალ შენობაში ნოემბრის ბოლომდე ვერ გადავდივართ, მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებში სპეციალისტის დამატება მანამდე ხომ სასაცილო იქნება?!“ – იკითხა გოგოლაძემ.

„რატომ?! მანამდე შენობას შეეჩვევა, ხელფასს აიღებს“, – უპასუხა გოგოლაძეს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურა სადათიერაშვილმა.

„ალბათ სწორი იქნება რომ კონკურსი გამოცხადდეს და ეს შტატები კონკურსის წესით შეივსოს, თორემ მოვალეობის შემსრულებლებს თუ დავნიშნავთ ასე მართლა სასაცილოები ვიქნებით“, – განაცხადა გოგოლაძემ.

მიქაბერიძემ კი განმარტა, რომ მერიას კანონით 79 შტატის ქონის უფლება აქვს, ამჟამად ბრძანებით 67 თანამშრომელია და მხოლოდ ორი ემატება.
მიუხედავად სხდომაზე დაფიქსირებული აზრთა სხვადასხვაობისა, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა, საშტატო ნუსხაში ცვლილებას მხარი ყველამ ერთხმად დაუჭირა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამ შტატს ამატებენ
‘ყავის მომდუღებლების შტატებს ამატებთ?’– ხმაურიანი სხდომა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
ახალციხის მერია ხელშეკრულებით ორ თანამშრომელს აიყვანს
უმცირესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალციხის მერიას შტატები და სამსახურები დაემატა
ახალციხის მერია შტატებს ამატებს
სტატისტიკოსი - თვითმმართველობაში ახალ შტატს ამატებენ
ენმ ახალციხე:  ‘ოცნებამ’ გადაწყვიტა უკმაყოფილო აქტივისტები და ახლობლები დაასაქმოს’