FM97.5 / LIVE

ბორჯომში "ბორჯომობა 2015" აღინიშნება

მთავარისაზოგადოება 29.08.2015
ბორჯომში "ბორჯომობა 2015"–ს სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება. საღამოს კი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება.

ბორჯომში "ბორჯომობა 2015" აღინიშნება
"ბორჯომობა 2015" – ტრადიციული სახალხო დღესასწაული ბორჯომში წელს 29 აგვისტოს იმართება. ამ დღესთან დაკავშირებით დილიდან სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება. მოეწყო სოფლის კუთხეების ფანჩატურები, სადაც სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება აქვთ, ასევე ხალხური რეწვის ოსტატებისა და ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.

ჯომარდობა მტკვარზე, მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, კოსტუმირებული ზღაპრის გმირების მსვლელობა–კარნავალი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენა – ეს „ბორჯომობა 2015“ პროგრამის შემადგენელი ნაწილია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, 29 აგვისტოს სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ცენტრალურ პარკში ატრაქციონები უფასოა. ასევე მთელი დღის განმავლობაში უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქსა და სოფლებში.

სახალხო დღესასწაულს 17:00 საათზე ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტი დაასრულებს. ბორჯომის ცენტრალურ პარკში შეკრებილი მოქალაქეებისთვის დღეს ნატო გელაშვილი, მაკა ზამბახიძე, აჩიკო ნიჟანაძე, ზურა დოიჯაშვილი და ჯგუფი "vanilla cage" იმღერებენ. ასევე კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ბორჯომობა–2017" 12 აგვისტოს გაიმართება
25 აგვისტოს ბორჯომში  სახალხო დღესასწაული 'ბორჯომობა – 2018' გაიმართება
ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე
‘ბორჯომობა’ კულტურული ღონისძიებებით გრძელდება [ფოტო]
30 აგვისტოს ბორჯომში 'ბორჯომქალაქობას' იზეიმებენ
ბორჯომში სახელობითი დღესასწაულისთვის ემზადებიან
26 სექტემბერს ვარძიაში 'შოთაობის' დღესასწაულს იზეიმებენ