FM97.5 / LIVE

ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.08.2019
"ბორჯომობა 2019" ორ ლოკაციაზე, კოსტავას სახელობის პარკსა და ცენტრალურ პარკში გაიმართება. სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც ესტრადის მომღერლები, მათ შორის ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე იმღერებენ.

ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

"ბორჯომობა 2019" 17 აგვისტოს გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, კოსტავას ბაღში სპორტული აქტივობები და კულინარიული კუთხე იქნება წარმოდგენილი, ხოლო ცენტრალურ პარკში მუსიკალური და გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.

საღამოს ღონისძიებებს გალა-კონცერტი დაასრულებს, სადაც მონაწილეობას ესტრადის მომღერლები მიიღებენ: ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ზვიად ბოლქვაძე, დავით გომართელი, გიგი ადამაშვილი და ჯგუფი „ნიუტონი“.

როგორც, ბორჯომის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო სააგენტო on.ge-სთან აცხადებენ, გალა კონცერტის მონაწილე მომღერლები შეირჩნენ გამოკითხვის შედეგად, რომელიც მერიის თანამშრომლებმა ჩაატარეს. მათივე ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები არიან, „არაფერ შუაშია“.

სახალხო დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ ყოველწლიურად აგვისტოს თვეში იმართება.

დღესასწაულის პროგრამა ასეთია:

11: 00 საათი - მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში სპორტული შეჯიბრებებით (ჭიდაობა, მკლავჭიდი, ნარდი, ჭადრაკი, გეზრბენი);
12:00 საათი - კულინარიული კუთხე, სადაც ტრადიციული კერძები იქნება გამოფენილი.

ცენტრალურ პარკის ტერიტორიაზე:

13:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;
12:00 – 16:00 საათი – წიგნების ფესტივალი;
13:00 – 17:00 საათი – საბავშვო და ფოტოგადაღების კუთხეები;
13:00 – 16:00 საათი – ინსტრუმენტალური ტრიო, პოეზიის საათი;
14:00 – 21:00 საათი – სამეწარმეო მარკეტი;
19:00 საათი – საპატიო მოქალაქის დაჯილდოების ცერემონია.
20:00 საათი - გალა კონცერტი.

ბორჯომის მერიას ღონისძიების ორგანიზებაში მომსახურებას შპს „ჯეოტურისტ +“ გაუწევს. კომპანიამ ტენდერი 39 875 ლარად მოიგო.

[რობი ზარიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ბორჯომობა–2017" 12 აგვისტოს გაიმართება
ვინ იმღერებს ‘ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის’ გალა კონცერტზე
ახალციხის ტბაზე ‘ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს’ აღნიშნავენ
ბორჯომში აგვისტოში  ‘ფუძეობა’ და ‘ბორჯომობა’ გაიმართება
ბორჯომში აგვისტოში ‘ფუძეობა’ და ‘ბორჯომობა’ გაიმართება
ბორჯომის მერია ‘ბორჯომობა 2019’-ის ჩასატარებლად ტენდერს აცხადებს
25 აგვისტოს ბორჯომში  სახალხო დღესასწაული 'ბორჯომობა – 2018' გაიმართება