FM97.5 / LIVE

ტელეკომპანია „მე–9 არხი“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა

მთავარისაზოგადოება 19.08.2015
18 აგვისტოდან სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა გათიშა და ოფიციალურად ციფრულ მაუწყებლობაზე გადაერთო ადგილობრივი ტელეკომპანია „მე–9 არხიც“.

ტელეკომპანია „მე–9 არხი“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა

როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მე–9 არხს“ მეექვსე მეტრული არხი მიანიჭა. ამ არხზე აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობდა.

„გუშინ გავიდა ციფრული სიგნალის გაშვების ვადა. სამცხე–ჯავახეთში მოქმედ ორ ტელევიზიას, ბორჯომსა და ახალციხეს გვაქვს მეორე ვადა, მულტიფლექსის აგების ვადა. რაც გულისხმობს, რომ ტელეკომპანიებმა უნდა ააგონ მრავალარხიანი გადამცემი“, – განმარტავს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი მაია იველაშვილი.

მისივე თქმით, ციფრული მაუწყებლობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ერთი არხი რამდენიმე არხად დაიშალოს.

„ეს არის ოთხი მაღალი გარჩევადობის და ერთი სტანდარტული გარჩევადობის სიხშირე. მულტიფლექსის აგება სწორედ ამას გულისხმობს. ამ ეტაპზე ჩვენმა ტელეკომპანიამ გააკეთა ორარხიანი მოდულატორი. ერთი არხით შეგვიძლია ჩვენი ტელევიზია გავასხივოთ, მეორე არის თავისუფალი სიხშირე, ვისაც სურვილი ექნება რომ დაფაროს ის ტერიტორია, რასაც ჩვენ ვფარავთ, შესაძლებელია მისთვის არხის დათმობა“, – ამბობს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი და ამატებს, რომ რეგულაციები ამ მიმართულებით ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ეროვნულ მულტიფლექსზე, ანუ მათთვის ვისაც უნდა რომ მთელი საქართველო დაფაროს, ტარიფი განსაზღვრულია, მაგრამ კონკურეტული ქალაქების მიხედვით ტარიფი დადგენილი არ არის.

მაია იველაშვილი ამბობს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის ფაქტობრივად ახალი ტელევიზიის შემქნა უწევთ: „გარდა იმისა, რომ იცვლება მაუწყებლობა, სიგნალი, ასევე იცვლება გადაცემების მომზადების ხარისხი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ლიცენზირებული, ანუ ჩვენთვის პროგრამულადაც რთულია, არა მარტო ტექნიკური და მატერიალური თვალსაზრისით“.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი 2012 წლიდან დაიწყო. რა მოდელს აირჩევდა ქვეყანა და რა სჭირდებოდათ მაუწყებლებს იმისთვის, რომ მოეხდინათ ანალოგური სიგნალის გათიშვა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, თავიდან განსაზღვრული არ იყო.

„ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას ზოგადად რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში, იქნებოდა ეს ევროპული თუ ამერიკული გამოცდილება. ის მოდელი, რომელიც 2012 წელს შემუშავდა, დიდწილად შეიცვალა და ფაქტობრივად მოგვიწია ფორსმაჟორში მუშაობა. დეკემბერში მოგვენიჭა 500 ვატიანი მაუწყებლობის უფლებით მულტიფლექსის აგების უფლება და არა მაუწყებლობა“, – განმარტავს იველაშვილი.

მისივე თქმით, აქამდე არსებული კანონდებლობის მიხედვით, ლიზენცია გულისხმობდა, როგორც მომზადებას სატელევიზიო მასალის, ასევე გავრცელებას. ციფრული მაუწყებლობის დროს კი ეს გაიყო. სატელევიზიო მასალის მომზადება ყველას შეუძლია, მაგრამ გავრცელების უფლება, ანუ მულტიფლექსის აგების უფლება, მიენიჭა იმ მოქმედ ტელევიზიებს, რომლებიც ფლობდნენ აქამდე არსებულ სიხშირეებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
რა იციან მოქალაქეებმა ციფრულ მაუწყებლობაზე [Video]
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)
ხვალიდან სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა
ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე (R)
ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე (R)