FM97.5 / LIVE

ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე (R)

მთავარირეკლამა 01.06.2015
საქართველოს მოსახლეობა მიწისზედა ანალოგური ტელევიზიის ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლისათვის ემზადება. ზოგი მათგანი ახალ მოწყობილობებსაც ყიდულობს. სხვები კი ცვლიან პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც სატელევიზიო სიგნალს იღებენ.

ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე (R)

ტელევიზიის ციფრულ სატელევიზიო ქსელზე გადასვლის პროცესის დასრულება 17 ივნისისთვისაა დაგეგმილი. დათქმულ ვადამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. თუმცა საზოგადოებაში მომავალ ცვლილებებზე ინფორმაცია არასაკმარისია. ამ საკითხზე ჩვენი მკითხველებისგან მივიღეთ კითხვები და გვინდა, რამდენიმე მათგანს ვუპასუხოთ:

-რას ნიშნავს მიწისზედა ტელევიზიის გაციფრულება?

ციფრულ სატელევიზიო ქსელზე გადასვლა არის პროცესი, რომლის დროსაც ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო სიგნალი შეიცვლება ციფრული სატელევიზიო სიგნალით. შედეგად ვიღებთ სატელევიზიო სიგნალს, რომელსაც უმაღლესი ხარისხის ხმა და გამოსახულება აქვს.

-რა შეიცვლება ჩემთვის გაციფრულების შემდეგ?

ციფრულ სატელევიზიო ქსელზე გადასვლის შემდეგ ტელევიზორის ყურება უფრო სასიამოვნო პროცესი გახდება, რადგან აღარ იქნება ხაზები ეკრანზე, ხმის ხარვეზები ან სხვა მსგავსი პრობლემები, რომლებიც ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობისათვის იყო დამახასიათებელი.

-17 ივნისამდე მომზადება თუ ვერ მოვასწარი, სატელევიზიო ჩვენებას დავკარგავ?

ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, თუ თქვენ არ გექნებათ ციფრული ტელევიზია ან სეთ–თოფ–ბოქსი, ტელევიზორის ყურებას ვეღარ შეძლებთ. თუმცა, თუ ამჟამად ტელევიზორს სატელიტის ან ინტერნეტის (IPTV) მეშვეობით უყურებთ, 17 ივნისს თქვენთვის არაფერი შეიცვლება.

- როგორ შემიძლია ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღება?

ზოგადად, ციფრული სატელევიზიო სიგნალი გადაცემის ერთ პლატფორმაზე მიბმული არ არის. მისი მიღება განსხვავებული გზებითაა შესაძლებელი და მათ შორისაა: ანტენა, სატელიტი, კაბელი და IPTV. სატელიტი და IPTV უკვე ციფრულია. თუ რომელიმე მათგანის მომხმარებელი ხართ, თქვენ ციფრულ სიგნალს უვე იღებთ. თუ ციფრული სიგნალის მიღება მიწისზედა ქსელის მეშვეობით გსურთ, მოგიწევთ იყიდოთ სეთ–თოფ–ბოქსი ან ტელევიზორი, რომელსაც სეთ–თოფ–ბოქსი აქვს ჩამონტაჟებული.

- ციფრული სატელევიზიო სიგნალი სოფლებსა და მიუდგომელ რეგიონებსაც დაფარავს?

მიუდგომელ ტერიტორიებზე ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღება დამოკიდებულია პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც სიგნალს იღებთ. მაგალითად, სატელიტურ სატელევიზიო სიგნალს ერთდროულად დიდი რაოდენობის მაყურებლის დაფარვა შეუძლია განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალებში და ქვეყნის ყველაზე მოშორებული რეგიონების მოსახლეობასაც მოიცავს. ამისათვის კი დამატებითი ინვესტიციები საჭირო არაა. IPTV-ის შემთხვევაში კი სოფლების დაფარვა უფრო გაძნელებულია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე (R)
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)
ციფრული ტელემაუწყებლობა - გამოსახულება ხარვეზის გარეშე
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
ხვალიდან სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა