FM97.5 / LIVE

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 20.05.2015
როგორ შევძლებთ ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღებას და რა დაგვჭირდება ამისთვის?

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)

ჩვენს უმრავლესობას სატელევიზიო რეკლამებიდან სმენია, რომ 17 ივნისს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო სიგნალი ქვეყანაში სრულად გაითიშება. სანაცვლოდ, საქართველოს მოსახლეობა მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობას ციფრული ხარისხით უყურებს. ეს სასიამოვნო ცვლილებაა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ქვეყნისთვის. თუმცა საზოგადოების ნაწილი მაინც შეწუხებულია მოსალოდნელი ცვლილებით. მათ არ იციან, როგორ შეძლებენ ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღებას ან რა დასჭირდებათ ამისთვის. ამ საკითხზე მკითხველისგან საკმაოდ ბევრი კითხვა მივიღეთ და გვინდა, რომ მათგან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ:

რას ნიშნავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და როდის მოხდება ეს?

გადასვლა მიწისზედა სატელევიზიო სისტემის ციფრულ ფორმატში კონვერტაციას გულისხმობს. საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცნობით, 2015 წლის 17 ივნისი არის ბოლო ვადა, როდესაც ქვეყანაში ანალოგური მიწისზედა სიგნალის გაციფრულება უნდა მოხდეს.

საიდან მოდის ციფრული სიგნალი და რა შეიცვლება ჩემთვის 17 ივნისის შემდეგ?

ციფრული ტელევიზია გადაცემის ერთ პლათფორმაზე არ არის მიბმული. ციფრული სიგნალის მიღება შესაძლებელია ციფრული მიწისზედა ანტენით, ციფრული კაბელით, ინტერნეტით ან სატელიტით. უკანასკნელი ორი – IPTV და სატელიტი უკვე ციფრულია. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ამჟამად ტელევიზორს ინტერნეტის ან სატელიტის მეშვეობით უყურებთ, გადასვლის პროცესი თქვენზე გავლენას არ მოახდენს. ხოლო თუ თქვენ ტელევიზორს ანალოგური მიწისზედა ქსელის მეშვეობით უყურებთ, მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ, თუ რა გზით გააგრძელებთ სატელევიზიო სიგნალის მიღებას.

როგორ შემიძლია ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღება?

ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღების სამი ძირითადი გზა არსებობს:
• შეიძინოთ ციფრული სეთ–თოფ–ბოქსი, რომ ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობას უყუროთ, მიიღოთ ციფრული სიგნალი ინტერნეტის ან სატელიტის მეშვეობით. სატელიტის შემთხვევაში თეფშის შეძენა დაგჭირდებათ, ინტერნეტის კი – თავად ინტერნეტ კავშირი.
• შეიძინოთ ახალი ტელევიზორი, რომელშიც ციფრული სიგნალის მიმღებია ჩაშენებული მიწისზედა ან სატელიტური მიღებისთვის.
• ისარგებლოთ საკაბელო სერვისით და დაელოდოთ, როდის მოგაწვდით პროვაიდერი ციფრულ სიგნალს.

რომელ სატელევიზიო არხებს მივიღებ?

ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პროვაიდერზე: თუ თქვენ ციფრულ მიწისზედა ქსელს აირჩევთ, მიიღებთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხებს, ასევე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. სხვა არხების მიღების შესაძლებლობა ადგილობრივ ციფრულ მიწისზედა სიგნალის პროვაიდერთან უნდა გადაამოწმოთ. თუ თქვენ სატელიტურ ან საკაბელო პროვაიდერს აირჩევთ, პაკეტების და არხების დიდი არჩევანი გექნებათ. მაგალითად, საქართველოს პირველი სატელიტური პროვაიდერი „მაგთისატი“ 100–ზე მეტ არხს გთავაზობთ.

აუცილებელია, რომ 17 ივნისს დაველოდო და ამ დროს შევწყვიტო ძველი ანალოგური ანტენის გამოყენება და ციფრული სიგნალი მივიღო?

რა თქმა უნდა, არა. თქვენ შეგიძლიათ ციფრული სიგნალი დღესვე მიიღოთ. ამის უმარტივესი გზა არის, რომ დაუკავშირდეთ „მაგთიკომს“ და „მაგთისატის“ ინსტალატორები გამოიძახოთ. ისინი გამოძახებიდან 7 დღის პერიოდში მოვლენ და ციფრული ტელევიზიის აქტივაციისთვის საჭირო ყველა სამუშაოს შეასრულებენ. თქვენ კი შეგიძლიათ სხვადასახვა პაკეტები და არხები აირჩიოთ ოჯახის გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე (R)
ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე (R)
ციფრული ტელემაუწყებლობა - გამოსახულება ხარვეზის გარეშე
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა
ხვალიდან სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა