FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა

მთავარისაზოგადოება 20.06.2015
სამცხე–ჯავახეთში მიწისზედა ანალოგური სიგნალი 2015 წლის 18 აგვისტოს, 10:00 საათზე გაითიშება.

სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე 18 აგვისტოს გადავა

საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულების თანახმად, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე მიმდინარე წლის 17 ივნისს უნდა გადასულიყო. თუმცა, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, თარიღმა 1–ელ ივლისამდე გადაიწია. პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, ციფრულ მაუწყებლობაზე ჯერ თბილისი გადავა, შემდეგ კი რეგიონები. პროცესი 25 აგვისტოს დასრულდება.

საქართველოს მთავრობამ 17 ივნისს გამოაქვეყნა N273დადგენილება „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“, რომელსაც დართული აქვს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გრაფიკი:

გთავაზობთ ამ გრაფიკს:
ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 01.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 08.07.15-მდე: თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულში, რუსთავში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების გათიშვა.

ასევე, გარდაბანის, მარნეულის, საგარეჯოს, მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 09.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 17.07.15-მდე; გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების გათიშვა.

აგრეთვე გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი: 18.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი: 29.07.15-მდე; ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების გათიშვა.

აგრეთვე აბაშის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხობის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 30.07.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 05.08.15-მდე; ბათუმში, ხულოში, ქედაში, შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების გათიშვა.

აგრეთვე ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხობის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 06.08.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 17.08.15-მდე; ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ჯვარში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო მაუწყებლობის გადამცემი სადგურების გათიშვა.

აგრეთვე ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 18.08.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 24.08.15-მდე; ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების გათიშვა.

აგრეთვე ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე: დმანისში, ბოლნისში, წალკაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების გათიშვა.

აგრეთვე ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10:00 სთ. დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე; ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში, საჩხერეში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების გათიშვა.

აგრეთვე ამბროლაურის, თიანეთის, ლენტეხის, მესტიის, ონის, საჩხერის, ყაზბეგის, ჭიათურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10:00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე. ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, თელავში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების გათიშვა.

აგრეთვე ახმეტის, გურჯაანის, დედოფლის წყაროს, თელავის, თიანეთის, ლაგოდეხის, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა
ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობამდე (R)
ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე (R)
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის (R)
ხვალიდან სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა
ციფრული ტელემაუწყებლობა - გამოსახულება ხარვეზის გარეშე
სამცხე–ჯავახეთი ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა