FM97.5 / LIVE

ნარჩენების სუნი ახალციხეში რვასართულიანი კორპუსის ბუნკერიდან არა მხოლოდ ადგილობრივებს აწუხებთ

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 04.08.2015
ახალციხეში მდებარე რვასართულიანი კორპუსი ქალაქში ერთადერთი შენობაა, სადაც ნაგვის ბუნკერების სისტემაა შემორჩენილი. ქვედა სართულებზე მაცხოვრებლები ბუნკერის გაუქმებას ითხოვენ, ზედა სართულზე მაცხოვრებლები კი ამის წინააღმდეგნი არიან.

ნარჩენების სუნი ახალციხეში რვასართულიანი კორპუსის ბუნკერიდან არა მხოლოდ ადგილობრივებს აწუხებთ
ახალციხეში თამარაშვილის N2-ში მდებარე რვასართულიანი კორპუსის ირგვლივ ტემპერატურის მატებასთან ერთად უსიამოვნო სუნი უფრო და უფრო აუტანელი ხდება.

ნადია ბარძიმაძე, რომელიც მეორე სართულზე ცხოვრობს ამბობს, რომ პრობლემა უკვე წლებია აწუხებს: „საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა. ბუნკერები ქლორით უნდა გაირეცხოს!“

ბარძიმაძე ფიქრობს, რომ თუ ბუნკერს სათანადოდ არ გაწმენდენ სჯობს სრულიად გააუქმონ.

გარდა კორპუსში მაცხოვრებლებისა სუნი და ანტისანიტარია შენობის პირველ სართულზე განთავსებულ სანოტარო ბიუროშიც აწუხებთ.

„საშინელი დისკომფორტია. მომხმარებელსაც გამოუთქვამს უკმაყოფილება ამ სუნის გამო. ნაგვის გატანიდან სამი დღის განმავლობაშიც კი უსიამოვნო სუნი ისევ რჩება“, – ამბობს სანოტარო ბიუროს ხელმძღვანელი ლია მინაძე.

ქვედა სართულებზე მცხოვრებლებისგან განსხვავებით ნაგვის ბუნკერის სისტების გაუქმებას მხარს არ უჭერენ ზედა სართულის ბინადრები.

„რთულია მეექვსე და მეშვიდე სართულიდან ნაგავი ჩამოიტანო. ხანდახან ოჯახის ახალგაზრდა წევრები არ არიან სახლში და მოხუცებს უჭირთ ჩატანა“, – ამბობს მეშვიდე სართულზე მცხოვრები კახა კახნიაშვილი და ამატებს სისტემის გაუქმებას ჯობს დეზინფექცია ჩაატარონ.

„კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი გიორგი ლონდარიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის შესახებ იცის და ცდილობს მოაგვაროს: „რამდენჯერმე ვიყავი მოსახლეობასთან მისული, შევთავაზე დაგველუქა და აქვე ახლოს ახალი ნაგვის ურნები დაგვედგა, მაგრამ ყველას არ უნდა. მეუბნებიან მერვე სართულიდან ნაგავი სად ვატაროთო?!“

მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა მოსახლეობამ ბუნკერი სამშენებლო ნარჩენებით გაავსო და „კეთილმოწყობის“ სამსახურს დახმარებისთვის მიმართა: „ჩვენ მივეცით მანქანა და ნარჩენების გატანაში დავეხმარეთ“.

„კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი პრობლემის მიზეზად მოსახლეობის განსხვავებულ აზრს ასახელებს: „არაა მოსახლეობა ერთსულოვანი. რა უფლება მაქვს ვიღაცას რაღაცა ავუკძალო თვითონ თუ არ უნდა?!“.

შეკითხვაზე როდის მოგვარდება პრობლემა ლონდარიძე გვპასუხობს: „სანამ ყველა იქ მცხოვრები არ მიხვდება რომ ეგ არის უბედურება და საშინელება მანამდე ყველაფერი ისე დარჩება როგორცაა“.

ნარჩენების სუნი ახალციხეში რვასართულიანი კორპუსის ბუნკერიდან არა მხოლოდ ადგილობრივებს აწუხებთ


[ნანა მიქელაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რვასართულიან კორპუსში ბუნკერების დეზინფექციას ითხოვენ
ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა
თამარაშვილის N25–ში მცხოვრებლები ეზოდან ნაგვის გატანას ითხოვენ
30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება
ახალციხეში სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ურნები დადგეს
დასუფთავების სამსახურის ავტოპარკისთვის მერიამ ადგილი მოიძია
ქალაქი სანაგვე ურნების გარეშე