FM97.5 / LIVE

ახალციხის მერმა შვილის დამსაქმებელ კომპანიაში მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია

მთავარიპოლიტიკა 29.07.2015
ახალციხის მერმა ადმინისტრაციული შენობა ისე დააზღვია, რომ ნაგებობა მერიის ბალანსზე არ იყო; ხელშეკრულება „უნისონსა“ და მერს შორის, რომელშიც იურისტები კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს ხედავენ; დაარღვია თუ არა მერმა კანონი და არის თუ არა მომხდართან კავშირში მისი შვილი ელგუჯა კოპაძე;

ახალციხის მერმა შვილის დამსაქმებელ კომპანიაში მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია

ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ გენერალურ დირექტორთან ვასილ ახრახაძესთან ხელშეკრულება (N69) 2014 წლის 29 დეკემბერს გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კოპაძემ შალვა ახალციხელის N2–ში მდებარე ადმინისტრაციული შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, (რომლის საბალანსო ღირებულებაც 3 325 800 ლარია), 4 000 ლარად დააზღვია. თუმცა, მაშინ ადმინისტრაციული შენობა მერიის ბალანსზე არ ირიცხებოდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მერიამ წერილობით აცნობა, ახალციხელის N2–ში მდებარე შენობა მის ბალანსზე 2015 წლის პირველი აპრილიდან ირიცხება. ანუ მერიამ შენობა ბალანსზე აღებიდან სამი თვით ადრე დააზღვია.

ახალციხის მერმა შვილის დამსაქმებელ კომპანიაში მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია შენობის დაზღვევის ხარჯი 1000 ლარი ადგილობრივმა თვითმმართველობამ „უნისონს“ უკვე გადაურიცხა. თუმცა, რა ვადითაა ხელშეკრულება დადებული და დარჩენილი 3 000 ლარის დაფარვა კონკრეტულად რა პერიოდში მოუხდება ახალციხის მერიას, უცნობია: ერთსა და იმავე დოკუმენტში ხელშეკრულების დადების ხანგრძლივობად სხვადასხვა თარიღია მითითებული. ხელშეკრულების თავში წერია, რომ დოკუმენტი 2014 წლის 29 დეკემბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით ფორმდება. ბოლოში კი ვკითხულობთ: „ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე ხელშეკრულებას უცნაურს უწოდებს და ამბობს, რომ დოკუმენტი, მინიმუმ, ტექნიკურად გაუმართავია: „ორი სხვადასხვა ვადა ერთ ხელშეკრულებაში?არ მესმის. ამ დოკუმენტის მიზანი ის არის, რომ თუ დავაზე მიდგა საკითხი, მხარეებმა ვალდებულებები მის მიხედვით განმარტონ. ალბათ მოსამართლე იმას ჩაათვლის სარწმუნოდ, რაც თავში წერია? არ ვიცი“.

ახალციხის მერმა შვილის დამსაქმებელ კომპანიაში მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია გარდა გაუამართავი დოკუმენტისა, ჩიხლაძეს უკვირს,რატომ წავიდა სადაზღვევო კომპანია ისეთ რისკზე, რომ შენობა, რომელიც მერიის ბალანსზე არ იყო, დააზღვია: „რატომ აიღო დაზღვევის ვალდებულება „უნისონმა“ მაშინ, როცა შეიძლება სხვა საჯარო იურიდიული პირის საკუთრებაში იყო შენობა, გაუგებარია. როგორც წესი, სადაზღვევო კომპანიები ასეთ რაღაცეებს არ აკეთებენ და ამ შემთხვევაში ალბათ ეს რაღაც გარემოებებმა გადაწონა“.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ხელშეკრულების მხარე ქონების მესაკუთრე არ არის: „ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ სადაზღვევოში რაღაც კავშირებმა იქონია გავლენა, რადგან არცერთი გამართულად მომუშავე სადაზღვევო არ დაუდებდა ხელშეკრულებას იმ მხარეს, ვინც უფლებამოსილი არ არის“.

„უნისონის“ პასუხი

„უნისონის“ წარმომადგენელი ახალციხეში გიორგი კოპაძის შვილი, ელგუჯა კოპაძეა. რადგან ხელშეკრულებას ხელს კომპანიის დირექტორი აწერს, „სამხრეთის კარიბჭემ“ ხელშეკრულების შესახებ დეტალების გარკვევა კომპანიის ადმინისტრაციაში სცადა.

ახალციხის მერმა შვილის დამსაქმებელ კომპანიაში მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია შეკითხვაზე, რატომ გაწიეს ასეთი რისკი და დააზღვიეს შენობა, რომელიც მერიის ბალანსზე არ იყო, „უნისონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ბერაიამ ჯერ შეკითხვითვე გვიპასუხა: „მერიის ბალანსზე არ იყო ეს შენობა?“ მერე კი დაამატა: „თუმცაღა, უფიქსირდებოდა შენახვის, ფლობის ან მოვლის, ზრუნვის ინტერესი, რასაც ემსახურება ზოგადად დაზღვევის ინტერესი. მე არანაირ რისკზე არ წავსულვარ. დაზღვევის სტანდარტების მიხედვით, ნებისმიერმა მზღვეველმა შეიძლება დაუზღვიოს ქონება პირს, რომელსაც მასზე ზრუნვის ინტერესი გააჩნია“.

დაზღვევის ზოგადი პირობების გადასამოწმებლად, „სამხრეთის კარიბჭე“ რამდენიმე სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა. შეკითხვაზე, თუ დაგვიზღვევთ ადმინისტრაციულ შენობას, რომელიც ჩვენს ბალანსზე არ არის, მაგალითად „ალდაგში“ გვიპასუხეს, რომ ვის ბალანსზეც არის შენობა, იმან უნდა დააზღვიოს: „თუ მერიას არ აქვს ნაგებობა ბალანსზე, ვერ დააზღვევს“.

რაც შეეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადად მითითებულ ორ თარიღს, „უნისონის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ შესაძლოა უზუსტობა გაიპარა: „ამის შესახებ მერიას ჰკითხეთ და მათგან მიიღეთ პასუხი“.

კოპაძემ ის შენობა დააზღვია ერთი წლით, რომელიც მისივე განცხადებით, 3 თვეში უნდა დაეტოვებინა

ახალციხის მერმა შვილის დამსაქმებელ კომპანიაში მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია ახალციხის მერი გიორგი კოპაძე „უნისონთან“ დადებული ხელშეკრულების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ არა მხოლოდ ხელშეკრულების დეტალები, არამედ ისიც რჩება, გადაიხდის თუ არა მერია სადაზღვევო ხარჯებს მას შემდეგაც, რაც ის ახალციხელის N2–ში მდებარე, ანუ მის მიერ დაზღვეულ შენობას დატოვებს: კოსტავას N18–ში სადაც ქალაქის მერია გადადის, სარემონტო სამუშაოები 29 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

უფრო მეტიც, ქალაქის მერი გიორგი კოპაძე აქ სარემონტო სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის იანვრამდე ელოდა. მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ 2014 წლის 19 ნოემბერს განაცხადა, რომ მერია ახალ შენობაში 2015 წლის იანვრიდან გადავიდოდა. ამ განცხადებიდან ერთ თვეში კოპაძემ „უნისონთან“ ის შენობა დააზღვია ერთი წლით, რომელიც მისივე განცხადებით, მალევე უნდა დაეტოვებინა.

ადვოკატი გოჩა გოგიშვილი აცხადებს, რომ ახალციხის მერმა კანონი დაარღვია.

„თუ დასტურდება, რომ ობიექტი, რომელიც მან დააზღვია, არ იყო მის ბალანსზე, ასევე, დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო ამ ობიექტში დროებით განთავსების შესახებ და კიდევ, დასტურდება ისიც, რომ მისი შვილი ამ კომპანიაში მუშაობს, ეს ინტერესთა კონფლიქტსა და კორუფციული გარიგების ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს“, – ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ მერიამ ეს შენობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დააზღვია, აქედან გამომდიანრე მისი მხრიდან საბიუჯეტო თანხის ხარჯვის მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

გოგიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად სადაზღვევო ხარჯის ოდენობისა, მერიას შენობის დაზღვევაზე ტენდერი უნდა გამოეცხადებინა: „აქ იკვეთება დაუსაბუთებლობის თემა, რაც პირველ რიგში იმაში ჩანს, რომ მერმა ის შენობა დააზღვია რომელიც მის ბალანსზე არ იყო. გადაწყვეტილების კანონიერებას განსაკუთრებით კითხვის ნიშნის ქვეშ ის აყენებს, რომ ერთ მხარეს მამაა, მეორე მხარეს კი შვილი“.

ახალციხის მერმა შვილის დამსაქმებელ კომპანიაში მერიის ბალანსზე არარსებული შენობა დააზღვია
შენობა, რომელშიც მერია უნდა გადავიდეს
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერი ადმინისტრაციული შენობის დაზღვევაზე: ‘ჩემი შვილი აქ არაფერ შუაშია’
ყოფილი ადმინისტრაციული შენობა ერთ ლარად გასხვისდა
რატომ ვერ შეასრულა ახალციხის მერმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება?
ახალციხის მერი ვეტერანების საქმეზე: „სოფლებში სახლები აქვთ და იქ იცხოვრონ“
ახალციხის ტბაზე ადმინისტრაციული შენობა შენდება
საკრებულო ყოფილი ადმინისტრაციული შენობის დაბრუნებას გეგმავს
ახალციხის მერი ვეტერანების მიერ  თვითნებურად  შენობის დაკავებას უკანონოდ აფასებს