FM97.5 / LIVE

რატომ ვერ შეასრულა ახალციხის მერმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება?

მთავარიპოლიტიკა 26.11.2014
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ თვეში ერთი დღით მერიას ახალგაზრდებს ამართინებდა, თუმცა, მას ამ დრომდე, ეს დაპირება არ შეუსრულებია.

რატომ ვერ შეასრულა ახალციხის მერმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება?

გიორგი კოპაძე მუშაობას მიმდინარე წლის 14 ივლისიდან შეუდგა. თუმცა, ხუთი თვის განმავლობაში,ხალხთან დადებული პირობა არ შეუსრულებია. მიზეზად, ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ სივიწროვეს ასახელებს.

„ვიდრე მერია და გამგეობა ერთად ზის, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ადგილი არ არის. როგორც კი ახალ შენობაში გადავა მერია, ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება“, - ამბობს კოპაძე.

ქალაქის მერიის გადასასვლელად ყოფილი გამგეობის შენობა უკვე რემონტდება. იქ ქალაქის მერია, საკრებულო და ააიპ–ები მომავალი წლის იანვრიდან გადავლენ. თუმცა, როგორც კოპაძე აცხადებს, სტუდენტებს ბიუჯეტის განხილვაში მანამდეც ჩართავს.

„მომავალი წლიდან ახალგაზრდები თვითმმართველობის საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. ხელს ვერ მოვაწერინებთ დოკუმენტებზე, რადგან ეს კანონით დაუშვებელია, მაგრამ, მაგალითად, დასვამენ ბეჭედს. დაესწრებიან, თუნდაც კომისიებზე სოციალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ განხილვებს და ა.შ.“, - აცხადებს კოპაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია და საკრებულო ახალ შენობაში იანვრიდან გადავა
ქალაქის მერია ახალ შენობაში გადასვლას აპრილის ბოლოს გეგმავს
ახალციხის მერია მერიის შენობაში დარჩება
ახალციხის მერია მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობას გეგმავს
რომელ შენობაში განთავსდება ახალციხის მერია
ახალციხის თვითმმართველობის თანამშრომელთა ნაწილი სამსახურს დატოვებს
გიორგი კოპაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა