FM97.5 / LIVE

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დღეიდან დაიწყება

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.07.2015
27 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყება, აბიტურიენტები დღეს ზოგადი უნარების შედეგებს გაიგებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დღეიდან დაიწყება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 ივლისს აბიტურიენტები სტატისტიკურ მონაცემებს მიიღებენ თუ რომელი ვარიანტი უფრო რთული იყო.

"ოთხი ვარიანტი იყო გამოყენებული და ბუნებრივია, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი ვარიანტი აღმოჩნდა უფრო რთული. საბოლოო შედეგები ბუნებრივია, აპელაციის პროცესის შემდეგ გვექნება, მაგრამ ზოგადი უნარების გამოცდა სპეციფიურია და შედეგები სკანერის მეშვეობით მოწმდება. აქედან გამომდინარე, თეორიულადაც ძალიან მიზერულია იმის შანსი, რომ აპელაციის შედეგებმა რამენაირად გავლენა იქონიოს სტატისტიკურ მონაცემებზე, ამიტომ ჩვენ უკვე შეგვიძლია 27 ივლისს ვივარაუდოთ, რა იქნება გამსვლელი ქულა", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება დანარჩენ გამოცდებს, მიმინოშვილი აცხადებს, რომ გამსწორებლებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ოპერატიულად მივაწოდოთ პირველადი შედეგები აბიტურიენტებს, როგორც კი გასწორდება რომელიმე კონკრეტული საგნის შედეგები, მეორე დღესვე ვაძლევ გარანტიას აბიტურიენტებს, რომ მათ პირველად შედეგებს ვაცნობებ. სიახლე რაც გახლდათ, ეს იყო ის, რომ ჩამონათვალში გაჩნდა სამოქალაქო განათლება და დაახლოებით 700-მდე აბიტურიენტი აბარებდა გამოცდას. ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც და ყველასთვის რა იქნება ამ გამოცდაზე შედეგები", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება პედაგოგებს, მათი საგამოცდო ნამუშევრების გასწორებაც მიმდინარეობს და პირველადი შედეგების გამოცხადება მოგვიანებით დაიწყება.

"აქ მნიშვნელოვანი სიახლე იყო - პირველად წელს გამოცდა შვთავაზეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგებს. თავისთავად გამოცდა იყო სპეციფიური და დავალებები პედაგოგს კომპიუტერზე უნდა შეესრულებინათ. 700-მდე პედაგოგი ღებულობდა მონაწილეობას და ჩვენც ველოდებით შედეგებს, რადგან ეს იყო პირველად, როდესაც ჩვენ პედაგოგებს შევთავაზეთ ასეთი ტიპის განსხვავებული ფორმატის გამოცდა", - განაცხადა მიმინოშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს მათემატიკის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
დღეს ქართულისა და  ქიმიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება
20 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება იწყება
ზოგადი უნარების გამოცდაში  აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა
დღეს, 12:00 საათზე ინგლისური ენის შედეგები გამოქვეყნდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების  აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა
აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები ცნობილია