FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ე.წ. რეგიონული სპეციალობა ვეტერინარია იქნება

მთავარისიახლე, განათლება 25.02.2019
რეგიონებში მოქმედმა უმაღლესმა სასწავლებლებმა ავტორიზაციის გასავლელად ისეთი სპეციალობა უნდა დაარსონ, რომელიც მათი კუთხის განვითარებას შეუწყობს ხელს და ყველაზე მოთხოვნადიც იქნება. ასეთ სპეციალობად სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ვეტერინარია შეირჩა.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ე.წ. რეგიონული სპეციალობა ვეტერინარია იქნება

რეგიონულმა უნივერსიტეტებმა სასწავლებლის ბაზაზე ისეთი ფაკულტეტი უნდა შექმნან, რომელიც რეგიონის განვითარების კუთხით სასწავლებლის ერთგვარი ნიშა იქნება.

„ჩვენთან ასეთი აგრარული მიმართულება, უფრო ზუსტად კი ვეტერინარიის ახალი, 300 კრედიტიანი საბაკალავრო–სამაგისტრო პროგრამა იქნება. რეგიონული სპეციალობა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება, ამისთვის სასწავლებელი სპეციალურად ცალკე თანხას მიიღებს, რაც უნივერსიტეტში ლაბორატორიის მოწყობას, ასევე, აკადემიურ პერსონალს მოხმარდება“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა ეს სპეციალობა სტუდენტებისთვის უფასო, ბერიძე გვპასუხობს: „სტუდენტის დაფინანსება განისაზღვრება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების რაოდენობით. სასწავლებელში ყველა სპეციალობაზე ადგილების გარკვეული რაოდენობა იქნება უფასო.

როდის მიიღებს უნივერისტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს ვეტერინარიის სპეციალობაზე ჯერ გარკვეული არ არის: „თარიღი უნივერსიტეტის სტრატეგიის დოკუმენტში იქნება გაწერილი”, - ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.

ვრცლად ამავე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ გადაცემა "კვირის აქცენტი".

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამი უფასო და ხუთი გაძვირებული სპეციალობა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
რომელ სპეციალობებზე აცხადებს სამაგისტრო მიღებას სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი
რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
კვირის აქცენტი: რის შეცვლას გეგმავს უნივერსიტეტის ახალი რექტორი [Video]
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა
რომელ ფაკულტეტებზე ისწავლით სახელმწიფოს დაფინანსებით სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში რუსულ ფილოლოგიას სპეციალობად ვეღარ აირჩევენ