FM97.5 / LIVE

ახალციხეში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდიდან ერთი პედაგოგი მოხსნეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.07.2015
მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის ახალციხის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 72 პედაგოგიდან გამოცდაზე 22 არ გამოცხადდა, ერთი პედაგოგი კი წესის დარღვევის გამო გამოცდიდან მოიხსნა.

ახალციხეში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდიდან ერთი პედაგოგი მოხსნეს

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების პარალელურად, დღეს, 15 ივლისს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები დაიწყო. მასწავლებლები დღეს გამოცდას ბიოლოგიაში, ხელოვნებაში, ფიზიკასა და სამოქალაქო განათლებაში აბარებდნენ.

15 ივლისს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა ერთ სესიად ჩატარდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 72 მასწავლებლიდან გამოცდაზე 22 არ გამოცხადდა. ერთი პედაგოგი კი გამოცდიდან მოიხსნა. როგორც ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი გელა ინასარიძე განმარტავს, ერთ–ერთმა მასწავლებელმა მოქცევის წესი დაარღვია, მას გამოცდაზე მობილური ტელეფონი ჰქონდა, რის გამოც გამოცდიდან მოიხსნა.

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის პარალელურად დღეს აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას აბარებენ. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 105 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 1 არ გამოცხადდა. მათემატიკის გამოცდის მეორე სესია 15:00 საათზე იწყება.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარეობს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები 15 ივლისს დაიწყება
აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აბარებენ
მასწავლებლები პროფესიულ უნარებს აბარებენ
2014  წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
პედაგოგებისთვის საგნობრივი გამოცდები დაიწყო
22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო