FM97.5 / LIVE

სცადეს თუ არა რაბათში ბავშვების გატაცება? – რას ჰყვებიან ადგილობრივები

მთავარისამართალი » შემთხვევა 05.07.2015
არასრულწლოვნების გატაცების მცდელობა თუ თამაშის დროს უცხო მამაკაცის დანახვით შეშინებული პატარები. რაბათის დასახლებაში მცხოვრები არასრულწლოვანი ბავშვების ოჯახის წევრები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი მომხდარს უარყოფენ;

სცადეს თუ არა რაბათში ბავშვების გატაცება? – რას ჰყვებიან ადგილობრივები
ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მაცხოვრებლების ნაწილი ბავშვებს ეზოში დამოუკიდებლად აღარ უშვებს. მიზეზი, დაახლოებით, სამი თვის წინ მომხდარი შემთხევაა: ეზოში გასული სამი არასრულწლოვანი დაიკარგა. მშობლებმა ბავშვები ერთსაათიანი ძებნის შემდეგ რაბათის დასახლებასთან ახლოს ხევში, ტალახში ამოსვრილები და შეშინებულები იპოვეს.

იმ დღეს, სამი არასრულწლოვანი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა რაბათის დასახლებასთან ახლოს, დანგრეულ ეკლესიასთან თამაშობდა. როგორც მშობლები ყვებიან ბავშვები მოულოდნელად გაქრნენ. უცნობმა მამაკაცმა ისინი ძალის გამოყენებით ტყის მიმართულებით წაიყვანა.

„სტუმრად მივდიოდი ჩემ დასთან, ბავშვი სახლში არ იყო და ძებნა დავუწყეთ, რომ ვერ ვნახეთ, მერე მანქანით მთელი ოჯახი ვეძებდით. ჩემი მეორე შვილი ხმამაღლა ყვიროდა, რომ როგორმე ხმა მიგვეწვდინა. მერე დავინახეთ, რომ ტყესთან ახლოს ხრამიდან მოდიოდნენ ბავშვები. სავარაუდოდ, იმ კაცმა ჩვენი ყვირილი გაიგონა და ბავშვებს ხელი გაუშვა“, – გვიყვება ერთ–ერთი არასრულწლოვანის ბებია.

მისი თქმით ბავშვები შეშინებულები და მიწაში ამოსვრილები დაბრუნდნენ: „ყვებოდნენ, რომ გოგოს პირზე ააფარა ხელი და ისე წაიყვანა, ბიჭებს კი კისერში წაავლო ხელი და მიათრევდა. სომხურად ლაპარაკობდა და ბავშვებმა ვერაფერი გაიგეს. როგორც მოგვიყვნენ მაღალი, ცოტა მელოტი მამაკაცი იყო, რომელსაც შავი სათვალე ეკეთა და ცოტა კოჭლობდა კიდეც. ბავშვი ძალიან შეშინებული იყო, რამდენიმე დღე სახლიდან გარეთ ვერ გადიოდა“.

არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმა მამაკაცს, რომელმაც ბავშვები ტყის მიმართულებით წაიყვანა ძებნა მაშინვე დაუწყეს, თუმცა, ვერ ნახეს.
მომხდარის შესახებ ერთ–ერთი არასრულწლოვანის ბებიამ უბნის ინსპექტორს, გიორგი ხითარიშვილს შეატყობინა და ახალციხის რაიონულ სამმართველოში განცხადებაც დაწერა. სამივე ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მომხდარს სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

„ერთხელ იყო პოლიცია მოსული და მშობლებთან ერთად ბავშვები დაკითხეს, ამის შემდეგ რა მოხდა აღარაფერი ვიცით“, – ამბობს ერთ–ერთი ბავშვის მშობელი.

არასრულწლოვნების ახლობლები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აღნიშნული ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ახალციხის რაიონულ სამმართველოში მსგავსი სახის შეტყობინება არ შესულა: „არასრულწლოვანი ბავშვების ტყეში წაყვანის ან რაიმე მსგავსი ფაქტის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შემოსულა. როგორც ჩანს არასწორი ინფორმაცია გაქვთ“.

არასრულწლოვნების ოჯახის წევრები კი ირწმუნებიან, რომ პოლიციაში განცხადება ორჯერ დაწერეს. მეორედ განცხადების დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პირველს რეაგირება არ მოჰყვა.

„უბნის ინსპექტორს დავურკეთ და ვუთხარით, რომ თუ ყურადღებას არ მოგვაქცევდნენ პროკურატურაში ვიჩივლებდით, მაგრამ გვითხრა დაადეთ ხელი ვინ არის და დავიჭერთო. რომ ვიცოდეთ ვინ არის, ასე ჩვენც ხომ დავიჭერთ?!“, – კითხულობენ არასრუწლოვნების ოჯახის წევრები.

პროკურატურაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ შესულა. სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე გიორგი ბახტაძე აცხადეს, რომ ერთ–ერთმა მშობელმა პოლიციას მიმართა: „ამ მიმართვაში ამბობს, რომ ბავშვები თამაშობდნენ, ვიღაც უცხო კაცმა გაიარა, მათ შეეშინდათ და სახლში გაიქცნენ. პოლიციამ იმის გასარკვევად, იკვეთებოდა თუ არა რაიმე დანაშაულის ნიშნები მშობლები გამოკითხა. მათაც იგივე დაადასტურეს, რომ სამი ბავშვი თამაშობდა, უცხო კაცმა გაიარა და შეეშინდათ. აქ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და ამიტომ გამოძიებაც არ დაწყებულა“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რაბათის დასახლებაში, იმ ხრამთან ახლოს, სადაც ბავშვები იპოვეს, მიტოვებული სათბურებია და აქ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს ხშირად ხედავენ, თუმცა იმ ფაქტს, რომ სათბურში მყოფმა რომელმე მამაკაცმა წაიყვანა ბავშვები ძალით, ვერ ადასტურებენ.

მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობას ერიდება. ამბობენ, რომ აქ ბოლო დროს რამდენჯერმე ქალის კივილიც გაიგონეს.
„ნაკვეთი მაქვს სათბურთან ახლოს, მაგრამ აღარ მივდივარ. ძალიან მეშინია, შესაძლოა ვინმე დამხვდეს და მომკლას. სრული უპატრონობაა“, – ამბობს რაბათის დასახლებაში მცხოვრები იზოლდა გიორგაძე.

რედაქციისგან: მომხდარზე ბავშვების ოჯახის წევრები ღიად საუბრობენ, თუმცა, იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, რედაქცია მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.

[თინათინ ზაზაზე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ მიიყვანეს 10–მდე არასრულწლოვანი პოლიციაში
მშობელი: ‘აპარატი ღია ინკასატორს დარჩა, ბავშვებს ფული არ მოუპარიათ’
ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე  იჩეხება
ქურდობა თუ თამაში  – არასრულწლოვნების საქმე
’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის  წინააღმდეგ
ბრალდებულის და: ‘სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა’