FM97.5 / LIVE

ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე იჩეხება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 16.10.2018
ახალციხეში, რაბათის უბანში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში ხეებს უკანონოდ ჩეხავენ. რეგიონის სატყეო სამსახურში ამბობენ, რომ უკანონო ჩეხვის ფაქტების შესახებ იციან და ძიებაც დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არავინაა.

ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე  იჩეხება

რაბათის უბანში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივის ერთ მონაკვეთზე 11 ხეა მოჭრილი. უკანონოდ მოჭრილი ხის ნაწილი წაღებულია, ნაწილი კი ჯერ ისევ ტყეშია.

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურში ამბობენ, რომ ეს ტერიტორია ახალციხის სატყეო უბანს ეკუთვნის, მას მცველი ჰყავს და მდგომარეობაც ყოველთვის კონტროლდება. მიუხედავად ამისა ბრაკონიერები ხის უკანონო ჭრას მაინც ახერხებენ.

„ეს ტერიტორია, სადაც უკანონო ჭრები დაფიქსირდა ტყე–კაფისთვის გამოყოფილი არ არის, შესაბამისად აქ ხის მოჭრა საერთოდ აკრძალულია“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსი კობა სილაგაძე.

მისი თქმით, აქ უკანონო ჭრები ხშირად ფიქსირდება: „ჩვენმა მეტყვევემ აქ 2017 წლის 24 აპრილს შენიშნა მოჭრილი ხეები, აღრიცხა და რეაგირებისთვის შსს–ს ახალციხის რაიონულ სამმართველოს გადასცა. რა რეაგირება მოჰყვა ამას არ ვიცით“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2017 წლის აპრილში ახალციხის სატყეო უბნიდან, (რომელიც ელიაწმინიდს მონაკვეთზეა), უკანონოდ მოპოვებული ხე–ტყის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

უკანონოდ მოჭრილ ხე–ტყესთან ერთად, ამავე სატყეო უბანში საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებიცაა. სილაგაძე ამბობს, რომ ტყის დანაგვიანებაზე შესაბამისი ოქმის შედგენა მათი მოვალეობაა: „დანაგვიანების შესახებ არაფერი ვიცით, თუმცა აუცილებლად მოვიკითხავთ და შესაბამის რეაგირებასაც მოვახდენთ“.

ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე  იჩეხება

ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე  იჩეხება

ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე  იჩეხება

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და უკანონო სახერხი აღმოაჩინეს
სამცხე–ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოიღეს
ციხისჯვარსა და ადიგენში უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე გამოავლინეს
გაჩეხილი ხეები ზაზალოს ტყეში[Video]
ადიგენში ხე–ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
ხე-ტყის უკანონო ჭრები სამცხე-ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი 15 კბ.მ ხე ამოიღეს