FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგეობამ გამწვანების სანიტარული ჭრისთვის 6520 ლარი გამოყო

მთავარისაზოგადოება 23.06.2015
ადიგენის მუნიცპალიტეტის გამგეობამ ადიგენში, აბასთუმანსა და არალში გამწვანების სანიტარული ჭრისთვის ტენდერი 6520 ლარზე გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიებიდან 42 კუბური მეტრი შეშა უნდა გაიტანოს და დაასაწყობოს. უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თანხა შესასრულებელი საქმისთვის საკმაოდ ბევრია.

ადიგენის გამგეობამ გამწვანების სანიტარული ჭრისთვის 6520 ლარი გამოყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამწვანების სანიტარული ჭირსთვის გამარტივებული ტენდერი 3 ივნისს, 6520 ლარზე გამოაცხადა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფიქრობენ, რომ სანიტარული ჭრისთვის ამხელა თანხის გათავლიწინება არ იყო საჭირო.

„ვფიქრობ, რომ ალოგიკურია ამხელა თანხის გამოყოფა რამდენიმე ათეული კუბამეტრი სანიტარული ჭირსთვის“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თემურ ფეიქრიშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამეობაში კი აცახდებენ, რომ აღნიშნული თანხის გამოყოფა რთულად შესარულებელი სამუშაოს გამო გაითვალიწინეს.

„ხეები არის ისეთ მდგომარეობაში, რომ არსებობს საშიშროება კორპუსებს დაეცეს, ამისთვის საჭიროა სპეციალური ტექნიკის მუშაობაც, ამიტომ არის ამდენი თანხა გამოყოფლი. თანხა შეცოტავებულია მაქსიმალურად“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია.

"ქრისტიან – კონსერვატიული" ფრაქციის თავმჯდომარე რატი ტატალაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა თანხა მაინც ძალიან დიდია: „მუნიციპალიტეტი როდესაც ზამთრის სეზონისთვის საშეშე მერქანს ყიდულობს იმის ნახევარი თანხა ჯდება და როგორ ფიქრობთ იქ ხე არ იჭრება და იგივე პროცედურა არ არის ჩასატარებელი? ტყეში უფრო ძნელია მოჭრა, გამოტანა, დასაწყობება და ტრანპორტირება, თუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების გადაბელვა?“,– ამბობს იგი.

საერთო ჯამში, დაბა აბასთუმანში 46 ხეს უნდა ჩაუტარეს სანიტარული ჭრა, ადიგენში 7–ს, არალში კი – 3–ს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრო ტენდერში მონაწილეობა სამმა პრეტენდენტმა მიიღო. 3986 ლარით გამარჯვა ინდ. მეწარმე „ზურაბ სამარჯიშვილმა“, რომელმაც ხელშეკრულება ადიგენის გამგეობასთან 29 ივნისამდე უნდა გააფორმოს.

ადიგენის გამგეობამ გამწვანების სანიტარული ჭრისთვის 6520 ლარი გამოყო

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყარათუბანში გარდაცვლილი ახალგაზრდების დაკრძალვისთვის თანხა ადიგენის გამგეობამ გამოყო
ადიგენის გამგეობა 5 ფოტოაპარატს ყიდულობს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია შეიქმნება
ადიგენში ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის 12.828 ლარი დაიხარჯება
ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი რვა მილიონ ლარზე მეტია
ადიგენის გამგეობა თვითმცლელ სატვირთო ავტომანქანას ყიდულობს
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები