FM97.5 / LIVE

გარემოს დანაგვიანებისთვის სამცხე–ჯავახეთში 278 პირია დაჯარიმებული

მთავარისაზოგადოება 22.06.2015
15 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდში, სამცხე–ჯავახეთში, ნარჩენების მართვის კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო, 278 პირია დაჯარიმებული.

გარემოს დანაგვიანებისთვის სამცხე–ჯავახეთში 278 პირია დაჯარიმებული

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, რომელიც მიმდინარე წლის 15 იანვარს ამოქმედდა, გარემოს დანაგვიანება კანონით ისჯება. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი, 5 000 ლარია. ჯარიმის მოცულობა იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენად სახიფათოა გადაყრილი ნარჩენი გარემოსთვის, როგორია მისი მოცულობა და ვინ აბინძურებს გარემოს – ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომისთვის სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის 1 ივნისამდე დაჯარიმებულია 233 პირი, ხოლო 31–ე მუხლის მე–3 ნაწილით 45 პირი.

31–ე მუხლის პირველი ნაწილი 1. 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას გულისხმობს, რაც იწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. ხოლო 31–ე მუხლის მე–3 ნაწილი გულისხმობს იგივე ქმედების ჩადენას ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, აღნიშნული იწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაეტყო თუ არა ახალციხეს გარემოს დანაგვიანებაზე დაწესებული ჯარიმები

 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები იზრდება
რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა
სამცხე–ჯავახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 18 ფაქტი გამოვლინდა
ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს
გარემოს დაბინძურებისთვის 15 იანვრიდან ჯარიმები ამოქმედდება