FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 18 ფაქტი გამოვლინდა

მთავარისიახლე, სამართალი 28.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის პირველია იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში 18.

სამცხე–ჯავახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 18 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 78 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 48 ფაქტი დაფიქსირდა, დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში - 51 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 37 ფაქტი, კახეთის მასშტაბით - 18 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში- 33 ფაქტი, ხოლო თბილისში 68.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 49 ფაქტი გამოავლინეს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 80 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 35-ჯერ დაფიქსირდა და ითვალისწინებს ჯარიმას 120 ლარის ოდენობით.

1მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 14 ფაქტი დაფიქსირდა, რაც ფიზიკური პირებისათვის - 200 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

1მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 84 ფაქტი გამოვლინდა, მუხლი ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის - 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას.

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა 200 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს და ამ მუხლის დარღვევის 21 ფაქტი დაფიქსირდა. ხოლო, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვის 41 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 500 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარემოს დაბინძურების 289 ფაქტი 17 დღეში
 რამდენი ლარით დაგაჯარიმებენ გარემოს დანაგვიანებისთვის
2018 წელს სამცხე–ჯავახეთში უკანონო თევზჭერის 22 ფაქტი გამოვლინდა
6 თვეში სამცხე-ჯავახეთში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტი გამოვლინდა
მაისში სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ჭრის 50 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში სექტემბერში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 50 ფაქტი გამოვლინდა
ოქტომბერში სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ჭრის 79 ფაქტი გამოვლინდა