FM97.5 / LIVE

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.06.2019
პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ დაიხურა, ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ლიზი ხაჩიძემ მეორე ადგილი აიღო. გამარჯვებულები ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი დასრულდა

კონკურსის დამაარსებელმა თამარ ლიჩელმა ოთხი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, I-II-III პრემიის გამარჯვებულები და ცნობილი მუსიკოსებისა და მუსიკალური ორგანიზაციების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი მონაწილეები დააჯილდოვა.

დაკავებული ადგილების მიხედვით, კონკურსანტებისათვის გაიცა სოლიდური ფულადი ჯილდოები, ჟიურის წევრის ჩონგჩონგ ჩაის ინიციატივით კი საუკეთესო კონკურსანტები იტალიაში პიანისტთა კონკურსის ფინალში იქნებიან მიწვეულები.

კონკურსი საზეიმოდ 20 ივნისის გაიხსნა და ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში საქართველოს გარდა პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჩამოსულმა 50-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა.

კონკურში წარმატული გამოსვლა ჰქონდა ბორჯომის სამუსიკო სკოლის პედაგოგის მარინა რატიანის მოსწავლეს ლიზი ხაჩიძეს, რომელმაც მე-2 ადგილი დაიკავა.
გასული წლის მსგავსად, კონკურსანტების მოსმენებთან ერთად გაიმართა კონცერტები. ამჯერად მუსიკის მოყვარულების წინაშე ცნობილი შემსრულებლები „ყანჩელის კვარტეტი“, დავით ალადაშვილი, კორადო ნერი და გიგი პიანომენი წარსდგნენ.

საკონკურსო დღეებს სასტუმრო Crowne Plaza-მ უმასპინძლა. ცერემონიას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე დაესწრნენ.

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი 2015 წელს ღვაწლმოსილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის საპატივსაცემოდ დაარსდა. 2017 წელს კონკურსს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. კონკურსის მიზანი კლასიკური მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესება და მათი საშემსრულებლო დონის ამაღლებაა.

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი დასრულდა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა კონკურსი ჩატარდება
ბორჯომში ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი  დასრულდა
ბორჯომში პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება
ბორჯომი პიანისტთა ეროვნულ კონკურსს მასპინძლობს
ახალგაზრდა მუსიკოსთა ეროვნული კონკურსი  ბორჯომში
ბორჯომი მუსიკოსთა ეროვნულ კონკურსს მასპინძლობს
შაბათ-კვირის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ