FM97.5 / LIVE

51.000 ლარის ხრეში - საკრებულოს დაპირისპირების თემა

მთავარიეკონომიკა 17.06.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტიქიით დაზარალებული სოფლების გზების შესაკეთებლად ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, 51.000 ლარის ხრეშს ყიდულობს. საკრებულოს უმცირესობას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებას შესწავლა სჭირდებოდა.

51.000 ლარის ხრეში - საკრებულოს დაპირისპირების თემა

16 ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომა გამართეს. სხდომაზე განხილული 4 საკითხიდან, 3 სტიქიით დაზარალებული სოფლების მდგომარეობას შეეხებოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ქეთევან ინასარიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ იმის გამო, რომ დაზიანებული სოფლების გზები სასწრაფოდ შეკეთდეს, გამგეობა ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე, 51 ათასი ლარით, ხრეშის ყიდვას გეგმავს.

აღნიშნულ საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. უმცირესობამ მოითხოვა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენ სოფელში უნდა გაკეთდეს გზა, რა მონაკვეთზე და ზუსტად რა რაოდენობის ხრეშია საჭირო. „ნაციონალებმა“ ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე ხრეშის შესყიდვაც გააპროტესტეს.

„კარგი იქნება თუ ზუსტად გაარკვევენ რომელ სოფლებშია გზები გასაკეთებელი, რა მონაკვეთზე, რა რაოდენობის ხრეში სჭირდებათ და ამის შემდეგ გახარჯონ ეს თანხა, იქნებ მეტია საჭირო, ან პირიქით. არც ის მიმაჩნია მართებულად, რომ ხრეში ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე შეისყიდონ. რომელ სოფელსც სასწრაფოდ ესაჭიროება გზის შეკეთება, მაგაზე გამოაცხადონ გამარტივებული ტენდერი, დანარჩენზე ჩვეულებრივად“, – აცხადებს კახაბერ მოდებაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ირწმუნებიან, რომ სტიქიამ რამდენიმე სოფელში გზა ისე დააზიანა, რომ მოსახლეობა სახლამდე ვერ მიდის.

„მოვარდნილმა ღვარცოფმა გზები თითქმის ყველა სოფელში დააზიანა. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ურაველის, საძელის, წინუბნის, გურკელის, გიორგიწმინდის, ანდრიაწმინდის, ფერსის და მუგარეთის მიმართულებით. მაგალითად, საძელში 50 – 60 სანტიმეტრის სიღრმის ხრამებია გაჩენილი“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ბალახაშვილი.

გამგეობაში აცხადებენ, რომ გზები სასწრაფოდ შესაკეთებელია, რადგან მოსახლეობა სახლამდე მისვლას ვერ ახერხებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამ შტატს ამატებენ
წვიმამ ოთხ სოფელში გზა დააზიანა
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
მაკა სუდაძე: გადავწყვიტეთ საფინანსო საკითხებს მხარი აღარ დავუჭიროთ
რა ბედი ელის ურაველის დამეწყრილ გზას
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა უმცირესობის გარეშე
გამგეობა: ახალციხის სოფლებში გზები არ ჩაკეტილა