FM97.5 / LIVE

მეთერთმეტეკლასელების გამოცდები დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.06.2015
დღეს, 17 ივნისს საქართველოს სკოლებში მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. მოსწავლეები დღეს გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ.

მეთერთმეტეკლასელების გამოცდები დაიწყო
17 ივნისს მეთერთმეტეკლასელების გამოსაშვები გამოცდები 09:00 საათზე გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო. გამოცდები ერთდროულად 1 600 სკოლაში ტარდება და 41 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.

მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია) ჩააბარებენ. ეს ის საგნებია, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში დასრულდა. გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე საგანში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი მეთორმეტე კლასის ბოლოს ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

სისტემის მაქსიმალური დაცულობისათვის ასევე მომზადდა და დაინერგა სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser, რომელიც ტესტირების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს და კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობებს ზღუდავს. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გუშინ, 16 ივნისს პრეტესტი ჩატარდა. თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, გამოცდებმა მხოლოდ ერთი დღით გადაიწია, რის გამოც სარეზერვო დღეს (შაბათს) გამოყენებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვალ, 21 მაისს, საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები იწყება
ხვალიდან გამოსაშვები გამოცდები იწყება
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება
16 ივნისს მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები იწყება
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება