FM97.5 / LIVE

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.05.2015
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დღეს, 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდებს 25 მაისს დაამთავრებენ.

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობსშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით მე-12 კლასელები გამოცდებს 21, 22, 23, 24 მაისს ჩააბარებენ. 25 მაისი სარეზერვო დღეა. გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა.

გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც ექნებათ, რომელთაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, მე-11 კლასელების გამოცდები ამ დროისთვის არსებული გეგმის თანახმად, 16 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება. ე.წ. სავარჯიშო დღე 15 ივნისია.

მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს. გამოცდები 16, 17, 18, 19 ივნისს ამავე თანმიმდევრობით ჩატარდება შემდეგ საგნებში – გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. 20 ივნისი სარეზერვო დღეა.

მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1600 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება. გამოცდებზე დაახლოებით 44 000 მე-12 და 41 500 მე-11 კლასელი გავა.
გამოსაშვები გამოცდები CAT – ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) პრინციპით ტარდება და მოსწავლეები შედეგებს ადგილზე იგებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება, სავარაუდოდ 1 700 000 ლარი დაჯდება.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება
ხვალიდან გამოსაშვები გამოცდები იწყება
საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება
ხვალ, 21 მაისს, საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები იწყება
მეთერთმეტეკლასელების გამოცდები დაიწყო
მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
მე–12 კლასის   გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია