FM97.5 / LIVE

გლოვის დღეს გამართული კონცერტიდან თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა

მთავარისაზოგადოება 16.06.2015
საქართველოში გამოცხადებული გლოვის დღეს, ახალციხეში ჩატარებული კონცერტიდან თანხის ნაწილი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა.

გლოვის დღეს გამართული კონცერტიდან თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა

ანსამბლ „მესხი ფრთოსანის“ ქორეოგრაფი ბესარიონ კოვზიაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში აცხადებს, რომ 15 ივნისს კონცერტის ჩატარება მისთვისაც ძალიან მძიმე ფაქტი იყო. ამის შესახებ ანსამბლის ხელმძღვანელმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია გამოაქვეყნა.

„ჩვენ ვართ ხელოვანი ხალხი და ჩვენი "იარაღი" ნებისმიერ შემთხვევაში არის ის შემოქმედება, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურებით, სწორედ ამიტომ ჩვენმა ანსამბლმა მიიღო გადაწყვეტილება, შევუერთდეთ ერთ მუშტად შეკრულ საზოგადოებას და კონცერტზე შემოსული თანხის ნაწილი გადაურიცხოთ უსახლკაროდ დარჩენილ, ჩვენს დებსა და ძმებს, რადგან გვჯერა, რომ ამ ეტაპზე ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე კონცერტის გადადება და გაყიდული ბილეთების (თანხის) უკან დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ერთგავარად ხსნის ვითარებას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას იმის გამო, რომ ცოტა არ იყოს, განმარტება დააგვიანდა.

ბესარიონ კოვზიაშვილი დღეს „სამხრეთის კარიბჭეს“ თავად დაუკავშირდა და იმ ანგარიშის მოძიებაში სთხოვა დახმარება, სადაც თანხის გადარიცხვა იყო შესაძლებელი. ანსამბლმა შემოსული თანხის ნაწილი ნამდვილად გადარიცხა დაზარალებულთა ფონდში, ლიბერთი ბანკის ანგარიშზე GE27LB0010045017001717. მოგვიანებით ამის დამადასტურებელი ფოტო ანსამბლმა ფეისბუქის გვერდზეც გაავრცელა.

„200 ლარი გადავრიცხეთ. ძალიან ძვირი დაჯდა ეს კონცერტი, ბევრი ხარჯი იყო, 150 ბილეთი არ გაიყიდა და უკან წავიღე, ძალიან ცოტა თანხა დაგვრჩა, ამიტომ ვრიცხავთ 200 ლარს“, – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ „მესხი ფრთოსანის“ ქორეოგრაფმა ბესარიონ კოვზიაშვილმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გლოვის დღეს გამართული კონცერტიდან თანხის ნაწილი დაზარალებულებს გადაერიცხებათ
კონცერტი გლოვის დღეს
'მესხი ფრთოსანი' რევაზ ჭანიშვილის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე მიიწვიეს

ახალციხიდან 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების აქციაში კერძო მეწარმეები ჩაერთვნენ
ბულვარში "აკრძალული" ცეკვა
პირადი ნომრით თანხის გადარიცხვა  თიბისის მობაილბანკში უკვე შესაძლებელია ®

ანსამბლმა 'მესხეთმა' პოლონეთში სოლო კონცერტი გამართა