FM97.5 / LIVE

ხუთი წლის ბავშვების სკოლაში მიყვანის ინიციატივას პარლამენტი კიდევ ერთხელ უყრის კენჭს

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.05.2015
სკოლაში ბავშვების ხუთი წლის ასაკიდან მიყვანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ მეორე მოსმენისას მხარი აღარ დაუჭირა, კენჭისყრაზე დღეს, 18 მაისს კიდევ ერთხელ დადგება.

ხუთი წლის ბავშვების სკოლაში მიყვანის ინიციატივას პარლამენტი კიდევ ერთხელ უყრის კენჭს
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლის გამოყენება სთხოვა, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩაგდებული პროექტის განმეორებით კენჭისყრას ითვალისწინებს. ბიურომ უმცირესობის მიმართვა გაითვალისწინა და საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახა.

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომლის ავტორი და ინიციატორი ოპოზიციონერი დეპუტატი კობა სუბელიანია, სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან მისვლის შესაძლებლობა იმ ბავშვებს ეძლევათ, რომელთაც ექვსი წელი დეკებრამდე უსრულდებათ. პირველი მოსმენისას სუბელიანის პროექტს მხარი მმართველი გუნდიდანაც დაუჭირეს, თუმცა მეორე მოსმენისას პროექტი ჩავარდა.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ეს დეპუტატებზე განათლების და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ზეწოლის შედეგად მოხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2015-2016 სასწავლო წელს სასკოლო ასაკის მქონედ ის ბავშვები ჩაითვლებიან, რომელთაც 6 წელი 2015 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასკოლო ასაკად 6 წელი განისაზღვრა
პირველ კლასში იმ ბავშვებს მიიღებენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რა ასაკში უნდა მივიდეს ბავშვი სკოლაში [Video]
როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია