FM97.5 / LIVE

სასკოლო ასაკად 6 წელი განისაზღვრა

მთავარისაზოგადოება » განათლება 06.02.2014
2014-2015 სასწავლო წელს სასკოლო ასაკის მქონედ ის ბავშვები ჩაითვლებიან, რომელთაც 6 წელი 2014 წლის 31 დეკემბრამდე უსრულდებათ, 2015-2016 წლიდან კი ისინი, რომელთაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდათ.

სასკოლო ასაკად 6 წელი განისაზღვრა
ეს გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 6 თებერვალს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ასევე განათლების სისტემით დაინტერესებული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები, განათლების ექსპერტები და ფსიქოლოგები ესწრებოდნენ, განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებაზე იმსჯელეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედეგების შესახებ:

• წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS), 2011.
• ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა, 2012. TPDC. სოციალური კვლევების და ანალიზის ინსტიტუტი.
• სასკოლო მზაობის კვლევა, 2011. ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).
• სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებში ჩატარებული კვლევების შედეგები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომ სასკოლო ასაკი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განისაზღვროს 6 წლით.

„კერძოდ, 2014-2015 სასწავლო წელი განისაზღვროს გარდამავალ პერიოდად და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი, ხოლო 2015-2016 და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე“, - აცხადებენ სამინისტროში.


სამუშაო შეხვედრის დასკვნით ნაწილში მომზადდა რეკომენდაცია საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 5 წელი 2010 წლიდან გახდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2013 წელს 324 პირველკლასელი დარეგისტრირდა აქედან 103, 5 წლის ასაკის ბავშვი იყო. მათი მშობლების ნაწილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ბავშვებს მასალის დაძლევა არ გასჭირვებიათ, თუმცა, გაუჩნდათ ფსიქოლოგიური პრობლემები, განსაკუთრებით ემოციურ პატარებს, რომლებიც ვერ ასწრებდნენ დროულად მოემზადებინათ დავალება.

იხილეთ ამ თემაზე „სამხრეთის კარიბჭეს“ სტატია „5 წლის პირველკლასელები“.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველ კლასში იმ ბავშვებს მიიღებენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება
ხუთი წლის ბავშვების სკოლაში მიყვანის ინიციატივას პარლამენტი კიდევ ერთხელ უყრის კენჭს
როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
5 წლის პირველკლასელები