FM97.5 / LIVE

პირველ კლასში იმ ბავშვებს მიიღებენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.02.2015
საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს მიიღებენ, ვისაც 6 წელი 14 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

პირველ კლასში იმ ბავშვებს მიიღებენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება

სამინისტროში ამბობენ, რომ კანონი გამონაკლისის დაშვებას არ ითვალისწინებს, ხუთი წლის ბავშვები სკოლებში არ დაიშვებიან.

თუმცა, როგორც განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნატა ასათიანი ამბობს, ეს კერძო სკოლებს არ ეხებათ.
„კერძო სკოლები სწავლის დაწყების თარიღს თვითონ საზღვრავენ, მაგალითად რომელიმე კერძო სკოლაში სწავლა ოქტომბერში რომ დაიწყოს, შესაბამისად აქ პირველ კლასში ის ბავშვები მიირებიან ვისაც 6 წელი ოქტომბერში უსრულდებათ“, – ამბობს ნატა ასათიანი.

სამინისტროს ცნობით, საჯარო სკოლებში 2015-2016 სასწავლო წელი 10 სექტემბრის შემდეგ, პირველივე ორშაბათს, 14 სექტემბერს დაიწყება.
2014-2015 სასწავლო წელს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში იყო დაშვება, რომლის თანახმადაც სკოლაში შეიძლებოდა შესულიყვნენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 2015 წლის 1 იანვრამდე უსრულდებოდათ, ან გავლილი ჰქონდათ მოსამზადებელი საფეხური და მათი ასაკი აღემატებოდა 5 წელს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რა ასაკში უნდა მივიდეს ბავშვი სკოლაში [Video]
საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
სასკოლო ასაკად 6 წელი განისაზღვრა
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა