FM97.5 / LIVE

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

მთავარისაზოგადოება 18.05.2015
ყოველწლიურად, 18 მაისს, საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2015 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის“.

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

მუზეუმის საერთაშორისო დღე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM), საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით, 1977 წელს დააფუძნა.

ამ დღისათვის, ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად გვთავაზობს ერთ კონკრეტულ თემას, რომელიც შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული მუზეუმების მიერ, მაგრამ მუდამ ემსახურება მათი როლის გაზრდას საზოგადოებაში.

სამცხე–ჯავახეთში 4 მუზეუმია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ახალციხეში, ახალციხის ციხეში მდებარეობს. მუზეუმი დაარსებულია 1937 წელს კონსტანტინე გვარამაძის მიერ.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 2 მუზეუმი: ვარძიის ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმ – ნაკრძალი, რომელიც 1938 წელს დაარსდა და ასპინძის შოთა რუსთაველის სახელობის სახალხო მუზეუმი, სადაც 290 სხვადასხვა დასახელების სამუზეუმო ექსპონატი (ეთნოგრაფიული, ისტორიული, ფერწერული, სკულპტურული და ლიტერატურული) ინახება. ამჟამად საცავი განთავსებულია ასპინძის კულტურის ცენტრის შენობაში. მუზეუმისათვის გამოყოფილია ფართი.

ერთი მუზეუმია ბორჯომში, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ეს ერთ–ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. იგი 1926 წელს გაიხსნა. შენობაში, რომელშიც მუზეუმია განლაგებული რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო განთავსებული. იგი აშენებულია 1890 წელს გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის მიერ და უნიკალურია თავისი არქიტექტურით.

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 18 მაისს, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართება შეხვედრა კერძო კოლექციონერებთან - ნუგზარ ოსეფაშვილთან და გიორგი ხაჩიძესთან. მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მათ კოლექციებში დაცული ბორჯომის მინერალური წყლის ეტიკეტები (476 ერთეული) და ნუმიზმატიკის (435 ერთეული) ნიმუშები.

ასევე, 18 მაისს, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში - „საქარავნო გზები - სოფ. ნაქალაქევი -ქარვასლა-ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი - ამ მარშრუტით საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მოეწყობა ტური. მათივე მონაწილეობით გაიმართება დისკუსია საქარავნო გზების დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ. გამოიფინება ფონდსაცავში დაცული არქეოლოგიური მასალა (ასპინძის მუნიციპალიტეტი).

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა
დღეს, 18 მაისს, ახალციხის ციხეში შესვლა უფასოა
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
რა იგეგმება სამცხე-ჯავახეთის  მუზეუმებში 21 მაისს
ვარძიაში ვიზიტორთა  ცენტრი გაიხსნა
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დროებით დაიხურა
Sk Travel - სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი [Video]