FM97.5 / LIVE

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2019
დღეს, 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში კი ღონისძიება „ღამე მუზეუმში“ გაიმართება.

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელის ციური ლაფაჩის განმარტებით, დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე ისტორიულ მუზეუმში შესვლა ყველა ვიზიტორისათვის უფასო იქნება–„გარდა ამისა, მსურველებს 20:00 საათიდან, 01:00 საათამდე შესაძლებლობა ექნებათ, ციტადელზე გადმოინაცვლონ, სადაც გაიმართება ღონისძიება „ღამე მუზეუმში“ და აქაც, უფასოდ დაათვალიერებენ გამოფენილ ექსპონატებს“.

ახალციხის გარდა, მუზეუმების საერთაშორისო დღეს უერთდება ვარძიის ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმ–ნაკრძალია, სადაც ღონისძიების „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში მოეწყობა, მასშტაბური გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები.

საღამოს 18 საათიდან მუზეუმი ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის ქვედასივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმობა. „ღამე მუზეუმში“ ღონისძიებების პროგრამას თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ეფექტებით გაფორმებული სანახაობრივი წარმოდგენა დაასრულებს.

ვარძიაში, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) პროგრამა „ზრდა“ – ს ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობით იმართება.

2019 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი“.

მუზეუმების საერთაშორისო დღე - დაფუძნდა 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 40 წელზე მეტია აღნიშნავს. აქცია „ღამე მუზეუმში“ - 2005 წლიდან ევროსაბჭოს პატრონაჟით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება. აქციამ, შემდგომ წლებში ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2011 წელს აქციას საქართველოც შეუერთდა, თუმცა, მან ვერ მიიღო ტრადიციული სახე. ტრადიციად „ღამე მუზეუმში“ მხოლოდ 2015 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დამკვიდრდა. აქციის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიაში ვიზიტორთა  ცენტრი გაიხსნა
დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა
18 მაისს სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
დღეს, 18 მაისს, ახალციხის ციხეში შესვლა უფასოა
რა იგეგმება სამცხე-ჯავახეთის  მუზეუმებში 21 მაისს
'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება