FM97.5 / LIVE

არ აწამო! -სოლიდარობის აქცია ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 19.09.2012
არ აწამო! არა წამებას! დავიცვათ პატიმრების უფლებები! დაისაჯოს დამნაშავე! პატიცი ეცით ადამიანის უფლებებს!- ამ ლოზუნგებით ახალციხეში სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

არ აწამო! -სოლიდარობის აქცია ახალციხეში

შეკრებილებმა გუშინ საღამოს მედიით გავრცელებული, პატიმრების წამების ამსახველი ფაქტები გააპროტესტეს.

”ვაპროტესტებთ იმ ძალადობის ფაქტებს, რაც ყველამ ვიხილეთ ტელევიზიით და ძალიან მიკვირს რომ მთელი საქართველო და მთელი ახალციხე არ არის გამოსული. ეს ყველას კარებთან და ყველას ოჯახთან მივა და მე მგონია მისულია კიდევაც! ეჭვი არ შემაქვს ამ კადრების სინამდვილეში და არც მაინტერესებს მისი წარმომავლობა. ფაქტი ვნაზე, ვარ აღშფოთებული და არ შეიძლება ამაზე თვალი დახუჭო”, - აცხადებს ახალიცხელი ინგა ბანკანაშვილი.

აქციას ახალციხის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნელი ღონღაძეც შეუერთდა: ”ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ არ ვიცით ხვალ ვინ სად აღმოვჩნდებით, ვის კარებზე დაიჩოქებს აქლემი, არ არის გამორციხული ყველას კარებზე დაიჩოქოს. ამიტომ, უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი შვილების უფლებები. სოლიდარუობას ვუცხადებთ პატიმრებს, მე არ ვიცი ისინი რატომ ზიან, დამნაშავეები არიან, არ არიან. ეს სხვა საკითხია, მტავარი ის არის რომ მათი წამება და დასჯა არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა ხდებოდეს არანაირი მეთოდებით და არა იმ არადამიანური მეთოდებით რაც ჩვენ ვნახეთ. წარმნოუდგენლად მიმაჩნია, თავი სიზმარში მეგონა, აღშფოტებული ვარ ყველანაირად”.

სამოქალაქო სექტორის საპროტესტო, აპოლიტიკურ აქციას ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციებიდან მხოლოდ ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი და ”ტოლერანტი” შეურთდა. აქციაზე მისვლისგან თავს იკავებდნენ მოქალაქეებიც.

”ადამიანის უფლებები არავითრ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს. ამიტომ ვუერთდებით ამ აქციას”, - განაცხადეს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი სტუდენტების პროტესტი
აქციას ახალციხის თვითმმართველობა შეუერთდა
„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან
"ოცნების” პროტესტი გრძელდება
ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა
ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართება
‘უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს’ - პაატა იმნაძე