FM97.5 / LIVE

ახალციხელი სტუდენტების პროტესტი

მთავარისაზოგადოება 24.09.2012
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პატიმართა წამების ამსახველი ფაქტების გამო ახალციხის ქუჩებში საპროტესტო მსვლელბა გამართეს

ახალციხელი სტუდენტების პროტესტი

საპროტესტო მსვლელობა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან, დღის 2 საათზე დაიწყო. 50-მდე სტუდენტმა პატიმართა წამების ამსახველი ფაქტები გააპროტესტა.

არ აწამო! არა წამებას! დავიცვათ პატიმრების უფლებები! დაისაჯოს დამნაშავე! პატიცი ეცით ადამიანის უფლებებს! - ამ ლოზუნგებით მსვლელობა უნივესიტეტის მეორე კორპუსისკენ გაგრძელდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციაზე სტუდენტებმა სიმბოლურად ცოცხებიც დაწვეს.

”ახალციხელი სტუდენტები ამ აქციით სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თანამოქალაქეებს. მართალია ცოტა დაგვვაგვიანდა, მაგრამ მთავარია ჩვენი მხარდაჭერა მაინც გამოვხატეთ”, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია აპოლიტიკურია და ამით ისინი, მხარს ყველა იმ ადამიანს უჭერენ ვინც ამ ფაქტების მსხვერპლი გახდა.

”შეიძლება ნებისმიერი ჩავარდეს მსგავს სიტუაციაში. პასუხი უნდა აგოს ყველა პიროვნებამ, ვისაც მსგავს საქმეში წვლილი მიუძღვის და ვისაც მცირედი დანაშაულიც კი აქვს ჩადენილი. ყველა უნდა დაისაჯოს”, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ირინა კახაძე.

სტუდენტებმა პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტოსადგურიკენ გადაინაცვლეს, სადაც დღევანდელი აქცია დასრულდა. აქვე მომდევნო საპროტესტო გამოსვლაც დაანონსდა. აქცია ხვალ 12 საათზე ისევ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყება.

”ყველამ კარგად ვნახეთ ის ვიდეოები, ის შემზარავი ფაქტები. ამიტომ ჩვენმა სტუდენტურმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ გამოვსულიყავით და სოლიდარობა გამოგვეცხადებინა პატიმრებისთვის. არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება. ჩვენც პატიმრები ვართ, ასეთი რამ გარეთაც ხდება და გვინდა, რომ ჩვენი გამოსვლებით ჩვენს ქალაქშიც გამოვხატოთ პროტესტი”, - გვითხრა პირველი კურსის სტუდენტმა ნიკო გურგენიძემ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არ აწამო! -სოლიდარობის აქცია ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საყდრისის აფეთქებას აპროტესტებენ
სტუდენტებმა საკუთარი უფლებების დაცვაზე იმსჯელეს
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გათბობა გაითიშა
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციაზე პირველადი დახმარების აღჭურვილობით მივიდნენ
"ოცნების” პროტესტი გრძელდება
‘ეს კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია’– სტუდენტები პატრიარქთან დასალოცად მიდიან