FM97.5 / LIVE

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში საინფორმაციო შეხვედრა შედგა

მთავარიეკონომიკა 29.04.2015
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი ნანა ზუბაშვილი უწყების დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში საინფორმაციო შეხვედრა შედგა

რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი სამსახურის მუშაობის სტრუქტურას უკვე გაეცნო. დღეს, 29 აპრილს კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა, მათგან მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და პრობლემებს გაეცნო.

„გავაცანი ჩვენი სამმართველოს დებულება, რა ფუნქციები უნდა შეითავსოს, რა უფლება–მოვალეობები აქვს. ასევე ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველა ამ უწყებასთან კოორდინაცია და ხშირი თანამშრომლობა, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, მოახდინოს სწრაფი რეაგირება არსებულ პრობლემებზე. თითოეულმა უწყებამ, მათ შორის ჩვენც, კარგად უნდა დავინახოთ რა არის ფერმერის პრობლემა“, – ამბობს ნანა ზუბაშვილი.

მისივე თქმით, რეგიონული სამმართველო მუნიციპალიტეტებთანაც ითანამშრომლებს: „ერთ–ერთ პრობლემას საირიგაციო სისტემა წარმოადგენს. სამელიორაციო სისტემა მუნიციპალიტეტებს გადაეცა, ამიტომ გვიწევს არა მარტო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, არამედ ხელშეწყობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად რა შეიძლება გაკეთდეს“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში საინფორმაციო შეხვედრა შედგა

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი თანამდებობაზე მიმდინარე წლის 20 აპრილს დაინიშნა. ნანა ზუბაშვილმა პოსტი კონკურსის წესით დაიკავა.

აღნიშნულ სამსახურში განმარტავენ, რომ კონკურსი სამსახურის რეორგანიზაციის გამო გამოცხადდა.

„მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში სოფლის მეურნეობის საინფორმაციო–საკონსულტაციო რაიონული სამსახურის ლიკვიდაცია მოხდა და შეიქმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველო. რეორგანიზაციის შედეგად ყველა თანამშრომელი მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნეთ. შემდეგ გამოცხადდა კონკურსი, სადაც მონაწილეობა მივიღეთ“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებამდეც მუშაობდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში საინფორმაციო შეხვედრა შედგა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
ნინოწმინდისა და ასპინძის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურებში ვაკანსია გამოცხადდა
ანონსი: რას გეგმავენ სამცხე–ჯავახეთში სოფლის მეურნეობის კუთხით
მეურნე: რას გეგმავენ სამცხე–ჯავახეთში სოფლის მეურნეობის კუთხით [Video]
სამცხე–ჯავახეთში წარმატებული ფერმერები და  კოოპერატივები  გამოავლინეს
კვირის აქცენტი: რა  აჩვენა კვლევამ სოფლის მეურნეობაში [Video]
ახალციხეში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმყოფება