FM97.5 / LIVE

აქცია ბერას კონცერტით გრძელდება

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.09.2012
კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან მიმართვა დაასრულა. ამ წუთებში ახალციხეში ბერს კონცერტი მიმდინარეობს

აქცია ბერას კონცერტით გრძელდება

ივანიშვილმა რამდენჯერმე მოუწოდა მოსახლეობას დაძლიონ შიში და იბრძოლონ თავისუფლებისთვის.

”აიღეთ ყევლაფერი რასაც ”ნაციონალური მოძრაობა” გთავაზობთ, მაგრამ საარჩევნო ყუთთან შემოხაზეთ 41”, - ასევე რამდენჯერმე მიმართა ამ სოტყებით მან მოსახლეობას.

ივნიშვილმა წლების განმავლობაში მისი მხრიდან საქართველოსადმი გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა. თუმცა აღნიშნა, რომ ეს ტანხა არასოდეს დაუთვლია. მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ”უსამართლობისა და ელიტარული კორუფციის მორევში ჩათრეული ქვეყანა ბრჭყვიალა ბუტაფორიად გადააქციოს.

"20 წელია, რაც საქართველომ საბჭოთა იმპერიალიზმს თავი დააღწია, მაგრამ ვერა და ვერ ეღირსა ნამდვილ თავისუფლებას. ამას თავისი მიზეზები აქვს, შინაც და გარეთაც. თუ გვინდა, რომ თავი დავაღწიოთ ამ წარუმატებლობას, მაშინ პირველ რიგში, შინ არსებულ მიზეზებს უნდა დავაღწიოთ თავი. ამდენ ხანს ჩვენ ხან დრომოჭმული ნაციონალური მითებით გვაბრუებდნენ, ხან მექრთამეობას და დატაცებას ლამის ცხოვრების წესად გვიდგენდნენ. ახლა კი იმას ცდილობენ, როგორმე უსამართლობისა და ელიტარული კორუფციის მორევში ჩათრეული ჩვენი ქვეყანა ბრჭყვიალა ბუტაფორიად გადაგვიქციონ. მითხარით ერთი, ეს იყო ქართველების ოცნება? რა თქმა უნდა, არა და რომ არა, სწორედ ამიტომ მოვიდა "ქართული ოცნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

”ძალა ერთობაშია, მხოლოდ ერთად ბრძოლით მოვიგებთ არ არჩევნებს. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს. ჩვენ ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას”,- ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ბიძჳნა ივანიშვილმა.

[თამარ თოთაძე, თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილმა ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]
ახალციხეში „ბერას“ კონცერტი გაიმართება
‘ნაციონალური მოძრაობა რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს ქართული ოცნება’ - ფოფხაძე
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
'ქართული ოცნება 'ლაფატკაზე' დავდოთ და გავისროლოთ' – ენმ–ს პარტიული შეხვედრა ახალციხეში
”ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა [R]