FM97.5 / LIVE

ბორჯომში შალვა აბულაძის კაფეს ხანძარი გაუჩნდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 07.04.2015
დღეს, 7 აპრილს, ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩაზე, ხანძრისგან ნაწილობრივ დაიწვა კაფე, რომლის მფლობელიც პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძეა.

ბორჯომში შალვა აბულაძის კაფეს ხანძარი გაუჩნდა
ტელეკომპანია "ბორჯომის" ფოტო

კაფე, სახელწოდებით „1 + 2“ ბორჯომის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს. როგორც ბორჯომის მცხოვრებლებმა „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, კაფე ნაწილობრივაა დამწვარი.

ხანძრის შესახებ გამოძახება არ შესულა ბორჯომის სახანძრო – სამაშველო სამსახურში.

„დღეს ხანძრის შესახებ ჩვენთან არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა, შესაბამისად არ ვიცით რა მოხდა“, – ამბობს ბორჯომის სახანძრო – სამაშველო სამსახურის დირექტორი ლევან ჩაჩანიძე.

თუმცა, ხანძრის ფაქტს ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 4 აპრილს, ღამით, თბილისში, ვარკეთილში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ორ პოლიციელს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ერთ–ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორე ამ დრომდე მკურნალობს.

შსს–ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა. შსს–ში აცხადებენ, რომ აბულაძე კიდევ ერთი პლიციელის მკვლელობაშია ბრალდებული, ეს მკვლელობის ხელწერითა და იარაღის ტიპით დგინდება. საუბარია 2015 წლის 23 იანვარს, ბორჯომში, ლიკანში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ პოლიციელზე, გიორგი ბერუაშვილზე, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად 6 თებერვალს გარდაიცვალა. აბულაძემ მაშინაც ორი პოლიციელი დაჭრა, გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი.

შსს–ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად საგანგებო ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები ბორჯომშიც მიმდინარეობს.

ბორჯომში შალვა აბულაძის კაფეს ხანძარი გაუჩნდა

[მანანა სარაშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს 13 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს
შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დასადგენად ბორჯომში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შალვა აბულაძე დააკავეს
შალვა აბულაძის კაფეს მეორედ გაუჩნდა ცეცხლი
ბორჯომში ორი პოლიციელი დაჭრეს
შსს მოსახლეობას აფრთხილებს
პრემიერი ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს