FM97.5 / LIVE

ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 07.02.2020
თამთა კაპანაძე, რომელიც სოფელ ტყემლანიდან არის, Google-მა დეველოპერების სტუდენტური კლუბის ლიდერად შეარჩია. იგი ევროპის მასშტაბით 60 საუკეთესო მონაწილეს შორისაა.

ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

Google-მა დეველოპერების სტუდენტური კლუბის პროგრამა 2019 წლის გაზაფხულზე გამოაცხადა. მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მოხალისეების შერჩევა იყო, რომლებიც შემდეგში საკუთარ ქვეყნებში ახალგაზრდებს ტექნოლოგიებით დააინტერესებდნენ. სტატია ახალციხელი სტუდენტის შესახებ პირველად „ბათუმელებმა“ მოამზადა.

კონკურსში მონაწილეობა 20 წლის თამთა კაპანაძემაც მიიღო. იგი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში მათემატიკის სპეციალობაზე სწავლობს.

„დეველოპერების გუნდის GDG -ს წარმომადგენელმა, ნინუცა ნანიტაშვილმა შემატყობინა ინფორმაცია პროგრამის შესახებ. უბრალოდ დავრეგისტრირდი, არც მქონდა ამბიცია რომ გავიდოდი, ვცადე. შემდეგ გასაუბრებაზეც რომ დამიბარეს, შოკში ვიყავი“, - იხსენებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ თამთა.

მისი თქმით, კონკურსანტებისთვის განსაკუთრებული მოთხოვნები არ იყო, თუმცა ვრცელი სააპლიკაციო ფორმის შევსება დასჭირდა, სადაც საჭირო იყო რეკომენდაციები, სამოტივაციო წერილი, ასევე ტექნოლოგიებით დაინტერესებას მოითხოვდნენ: „ტექნოლოგიებით უნდა ყოფილიყავი დაინტერესებული, ასევე აქტიური, მე მათემატიკაზე ვსწავლობ და არ მაქვს დოკუმენტი რომ კომპიუტერულ მეცნიერებაზე ვსწავლობ, თუმცა ეს არ ყოფილა პრობლემა. გასაუბრება დისტანციურად გვქონდა, გუგლის დეველოპერების ესპანელ წარმომადგენელთან, ინგლისურ ენაზე“.

საბოლოოდ თამთა 3 000 სტუდენტში შეარჩიეს და ევროპის 60 ლიდერს შორის მოხვდა. მასთან ერთად საქართველოდან კიდევ ორი მოხალისე აირჩიეს, ორივე მათგანი თბილისიდან.

დეველოპერი მოხალისეების მთავარი მიზანი Google-ს სერვისების გავრცელება და ახალგაზრდების დაინტერესებაა: „ოქტომბერში პარიზში ვიყავით, ჩაგვიტარეს ვორქშოპები, ტრენინგები, გაგვაცნეს Google-ს სერვისები, რომლებსაც იგი პროგრამისტებს სთავაზობს, რათა მათ გაუადვილდეთ პროგრამირების პროცესი“.

მას შემდეგ, რაც დეველოპერების სტუდენტური კლუბის ლიდერი გახდა, თამთა კაპანაძემ ქუთაისის უნივერსიტეტში ხუთი შეხვედრა გამართა.

ამბობს, რომ ახლი სემესტრიდან უფრო აქტიურად იმუშავებს - „20 თებერვალს ვუმასპინძლებთ გლობალურ ჩემპიონატს. დავარეგისტრირეთ უკვე უნივერსიტეტში ჰაბი და პროგრამისტები ჩვენგან ჩაერთვებიან ამ ჩემპიონატში, რომელიც 21:30 საათზე დაიწყება და ღამე 02:00 საათზე დასრულდება. ასევე 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე გადავწყვიტე, რომ ჩავატაროთ ფესტივალი. იქნება კოდების ლაბორატორია, ვორქშოფები, გვეყოლება მოწვეული სპიკერები, იქნება გამოფენა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და ბევრ საინტერესო რამეს ვაპირებთ“, - ამბობს თამთა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
ახალციხეში მწერალ თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება
დღეს Google Hash Code-ის პროგრამირების მსოფლიო კონკურსი გაიმართება
ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის
უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს
Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ZEG - ვისაც ამბის თხრობის სწავლა სურს ®