FM97.5 / LIVE

ახალციხელი ახალგაზრდები ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობას გაეცნენ

მთავარისაზოგადოება 11.03.2015
„ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ მოსწავლეები ავიაკონსტრუქტორისა და აშშ–ს სამხედრო ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერის ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობას გაეცნენ.

ახალციხელი ახალგაზრდები ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობას გაეცნენ

„ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა ახალციხელ მოსწავლეებთან ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობაზე ისაუბრა.

„იგი გახლდათ მსოფლიო დონის გენიოსი, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა და პრაქტიკულად მან შექმნა ამერიკის სამხედრო ავიაცია. ის ამერიკის ენციკლოპედიაში მოხსენიებულია, როგორც ამერიკის სამხედრო ავიაციის პიონერი. რადგან ალექსანდრე ქართველი იყო გასაიდუმლოებული პიროვნება და დიდი სამხედრო ჩინის მატარებელი, ამიტომ უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ახალი თაობის ამერიკელებისთვისაც“, – ამბობს ლელა ქართველიშვილი.

ახალგაზრდებთან შეხვედრა პროექტ „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა. პირველ ეტაპზე რეგიონებში სანიფორმაციო–გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩატარდება, ახალი სასწავლო წლიდან კი მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც საკონკურსო ხასიათის იქნება.

„დღეს ასევე მოწვეული გვყავს ორი ახალგაზრდა, რომლებიც ახლო მომავალში ნასაში გაემგზავრებიან. ვინაიდან ალექსანდრე ქართველი მოღვაწეობდა ნასას ცენტრში, გვინდა, რომ ამ ახალგაზრდებმა დეტალურად გაიგონ მის შესახებ“, – ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მაკა სუდაძე.

2016 წელს ალექსანდრე ქართველის დაბადებიდან 120 წელი სრულდება. ლელა ქართველიშვილის თქმით, მათი სურვილია, რომ ეს წელი ალექსანდრე ქართველის წლად გამოცხადდეს. ამავე წელს გაიხსნება მუზეუმი: „ეს არ იქნება მხოლოდ ალექსანდრე ქართველის მუზეუმი, გადავწყვიტეთ, რომ დავარქვათ ქართულ–ამერიკული სახლი, რომელიც ასევე იქნება სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული დატვირთვის. ამერიკელები გვპირდებიან ერთ–ერთი თვითმფრინავის გადმოცემას, რომელიც გვინდა მუზეუმის ტერიტორიაზე ჩამოვიტანოთ“.

ახალციხელი ახალგაზრდები ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობას გაეცნენ

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალექსანდრე პეტრიაშვილი გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება
რას ნიშნავს და ვისთვის იქნება დისტანციური გაკვეთილები
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა
ემიგრაციაში გადახვეწილი ახალციხელი მოღვაწის არქივი სამშობლოში დაბრუნდა
ალექსანდრე ჯეჯელავა:ჩაჭრა და გამოცდა ცხოვრების მიერ გამოცდილი პედაგოგისთვის არის სირცხვილი