FM97.5 / LIVE

ემიგრაციაში გადახვეწილი ახალციხელი მოღვაწის არქივი სამშობლოში დაბრუნდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.07.2019
პუბლიცისტი, ემიგრანტად ქცეული ალექსანდრე მანველიშვილი 1904 წელს ვალეში, კათოლიკე ოჯახში დაიბადა. მისი უნიკალური მემუარები, პუბლიცისტიკა და მიმოწერა, 20-მდე ყუთით, თბილისში გუშინ, 10 ივლისს ჩამოვიდა.

ემიგრაციაში გადახვეწილი ახალციხელი მოღვაწის არქივი სამშობლოში დაბრუნდა

„ჩამოტანილ არქივს მომდევნო კვირაში გავხსნით, დეტალებიც მაშინ გახდება ცნობილი“, - გვეუბნება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი, რომელიც, ეროვნული ბიბლიოთეკის დელეგაციასთან ერთად, კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორას 27 იანვარს ეწვია.

ქართულ დელეგაციას შტატებში ალექსანდრე მანველიშვილის შვილები, პოლ და პიტერ მანველები დახვდნენ. შეთანხმების მიხედვით, მამის უნიკალური არქივი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს.

მასალები ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი დეტალების შესახებ, ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში განთავსდება და მკვლევრებისთვის მომავალი კვირიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

„არქივში დაცულია ალექსანდრე მანველიშვილის მემუარები, მიმოწერა, გამოცემები, ფოტოალბომები (სტამბოლის, პარიზისა და ამერიკის პერიოდები, ემიგრაციის არაერთი წევრის სურათებით), გამომცემლობის სასტამბო აღჭურვილობა; ვიქტორ ნოზაძის, გიორგი წერეთლის, ლეო კერესელიძის პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი“, - წერს გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

1915 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა ვალეს სამწლიანი სახელმწიფო სკოლა დაამთავრა, 1924 წელს კი ახალციხის საშუალო სკოლას ამთავრებს და თბილისში, პედაგოგიურ ინსტიტუტში, სოციალ-ლიტერატურის განხრით იწყებს სწავლას. ამ სასწავლებელში დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი, მიხეილ ზანდუკელი, სიმონ ჯანაშია, ვარლამ თოფურია და სხვები ასწავლიდნენ. შემდეგ კი ახალციხის სკოლაში მასწავლებლად გამოუშვეს.

1929 წელს იძულებით ემიგრაციაში სხვა ქართველებთან ერთად ყარსის გავლით თურქეთში გადავიდა. 1930 წლამდე კი სტამბოლში გაატარა, 1930 წელს კი 1 მაისს ალექსანდრე მანველიშვილმა სტამბოლიდან მარსელში ჩავიდა. 1958 წლიდან გარდაცვალებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა. ის 1997 წელს, კოლორადოს შტატის დაბა არვადაში გარდაიცვალა. სხვადასხვა დროს, მის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების არასრული სია ასეთია:

1. ვეფხისტყაოსანი და რუსთველის ზნეობრივი იდეოლოგია, სტამბოლი, 1933;
2. დაღესტნის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, პარიზი, 1933;
3. საქართველოს საზღვრები, პარიზი, 1938;
4. სოციალური საკითხები, პარიზი, 1944;
5. ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი, პარიზი, 1944;
6. რუსეთი და საქართველო, პარიზი, 1951;
7. Histoire de la Géorgie, Paris, 1951;
8. ქრისტიანობა საქართველოში, პარიზი, 1954;
9. I. საკუთრება; II. მიწის საკითხი საქართველოში, პარიზი, 1956;
10. ქართული მოდგმის ეროვნული ფორმაცია, პარიზი, 1955;
11. რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან-ფრანცისკო, 1984;
12. ძველი ქართული მწრლობა, სან-ფრანცისკო, 1987;
13. ოქროს ხანა ქართველი ერის ისტორიისა, სან-ფრანცისკო, 1989;
14. ნარკვევები და წერილები, სან-ფრანცისკო, 1990;
15. კორპორატიზმი, სან-ფრანცისკო, 1990;
16. შოთა რუსთაველი და მისი პოემა ვეფხისტყაოსანი, 1937, (იტალიურ ენაზე, ხელნაწერი);
17. ახალი წერილები.– არვადა, 1991.

ემიგრაციაში გადახვეწილი ახალციხელი მოღვაწის არქივი სამშობლოში დაბრუნდა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისი - პარიზი: გადარჩენის გზა [Video]
რა აკავშირებს ახალციხესთან პირველ ქართველ უფლებადამცველს საბჭოეთში
ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
პამაჯის სკოლას 500 წიგნი საჩუქრად გადაეცა
ახალციხელი ახალგაზრდები ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობას გაეცნენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნება
ახალქალაქში  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება