FM97.5 / LIVE

რას ჰყვება სამი ახალგაზრდის მკვლელობის თვითმხილველი პოლიციელი

მთავარისამართალი 10.03.2015
მონადირის თოფი, დანა და ვაზნებით სავსე ჟილეტი; ოთხი ახალგაზრდის მისამართით ნასროლი არა ერთი ტყვია და სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი პოლიციის თანამშრომელი.

რას ჰყვება სამი ახალგაზრდის მკვლელობის თვითმხილველი პოლიციელი

დღეს, 10 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის, ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, დავთ კუბლაშვილის საქმეზე, მკვლელობის თვითმხილველმა ადიგენის რაიონული სამმართველოს დეტექტივ–გამომძიებელმა თეიმურაზ მსხვილიძემ ჩვენება მისცა.

იგი 2014 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის ღამეს, დაახლოებით 22:00 საათისთვის, ყარათუბნიდან ადიგენში ბრუნდებოდა. მსხვილიძე სამოქალაქო ფორმითა და საკუთარი მანქანით ყარათუბანში სამსახურეობრივ საქმეზე იმყოფებოდა. ვიდრე ადიგენში ჩავიდოდა, გზაზე ოთხი ახალგაზრდა შეხვდა.

„სახეზე ვიცნობდი ვინც იყვნენ. მანქანის ფარები რომ მივანათე, სამი წელს ზემოდან შიშველი იყო, ერთი ჩაცმული. მანქანა გავაჩერე, თუმცა, მანამდე თვითონაც ხელი დამიქნიეს, გააჩერეო. რომ მოვიდნენ ფანჯარასთან და დამინახეს, ბოდიშები მიხადეს, სხვა გვეგონეო, ნასმები იყვნენ, მარიამობა მომილოცეს. ვკითხე, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. ამ საუბარში ვიყავით, რომ უკან მანქანა მოგვადგა“, – იხსენებს მსხვილიძე.

იმის გამო, რომ გზაზე უკან მომავალი მანქანის გასავლელი ადგილი არ იყო, მსხვილიძემ მანქანა დაქოქა, რომ მის უკან მდგომს გასცლოდა: „გასაღები რომ გადავატრიალე, სროლის ხმა გავიგონე. ვიდრე მანქანიდან გადმოვიდოდი, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე გასროლის ხმა კიდევ გავიგე“.

მანქანიდან გადმოსულ მსხვილიძეს სამი ახალგაზრდა უკვე ძირს დაგდებული დახვდა, მის წინ კი სამონადირეო თოფით, დანითა და ვაზნებით აღჭურვილი დავით კუბლაშვილი იდგა.

„რეესტრის უფროსი იყო და ვიცნობდი. ხელში თოფი ეჭირა და ბიჭების მისამართით ისროდა. ვიყვირე, დათო რას აკეთებ, პოლიციიდან ვარ, თემო მსხვილიძე–მეთქი. მარჯვენა ხელი ლულას მოვკიდე და მარცხენა ხელი კისერზე შემოვხვიე, მაგრამ ვერ მოვერიე, ხელი ისე ძლიერ მომიქნია, რომ ჩემი მანქანის ფარებთან დამაგდო“, – ჰყვება მსხვილიძე.

მას უკვე კუბლაშვილსითვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. მხოლოდ ყვიროდა, რომ სროლა შეეჩერებინა: „დათო თოფს არ მაცილებდა. მე ამათ დახოცვას ვაპირებ და ვინც ხელს შემიშლისო, დედის მისამართით იგინებოდა. მომიწოდებდა ადგილი დამეტოვებინა, თორემ მეც მომკლავდა“.

მსხვილიძემ ადგილი მართლაც დატოვა. მან ადიგენის რაიონულ სამმართველოში და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, 112–ზე დარეკა. ხუთ წუთში მოსულმა ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მსხვილიძე მანქანაში ჩაისვეს და შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ. პოლიციელებს კუბლაშვილი წელს ზემოთ შიშველი, გზის პირზე მჯდომი დახვდათ.

„დაიჩოქა, ხელები აწია და ყვიროდა, მე მოვკალი ეს ბიჭები, აგერ ვარ, გბარდებითო“, – იხსენებს მსხვილიძე.

მისი თქმით, მომხდარისას კუბლაშვილი აღელვებული და გაბრაზებული იყო, თუმცა, არაადაექვატური არ ყოფილა: „დაკავების ოქმის შედგენისას ადექვატურ პასუხებს მცემდა. კითხვებსაც მისვამდა, იქ სამი პიროვნება კიდევ უნდა ყოფილიყო და ხომ არ იცი სად არიანო. ამბობდა, პირველ რიგში ის უნდა მომეკლა, ვინც სიკვდილს გადაურჩაო“. (ოთხი ახალგაზრდიდან, ერთ–ერთი ბექა სირბილაძე გადარჩა. ს.კ.).
როგორც მსხვილიძე ამბობს, კუბლაშვილს თან მისი შვილიც ახლდა. რაც შეეხება იმ მანქანის მძღოლს, რომლითაც კუბლაშვილები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მსხვილიძეს იმ ღამეს არ დაუნახავს: „ფარები მანათებდა თვალებში და არ დამინახავს, თან არც იყო სიტუაცია, რომ მანქანაში ვინმე მეთვალიერებინა. მძღოლის არსებობის შესახებ შემდეგ გავიგე“.

მისივე თქმით, კუბლაშვილს დაკავებისას ზურგზე ნაკაწრები და ოდნავ შეწითლებაც აღენიშნებოდა. როგორც მსხვილიძემ და სასამართლოში დაკითხულმა სხვა მოწმეებმაც განაცხადეს, ეს დაზიანება კუბლაშვილს მიღებული იმ ჩხუბის დროს ჰქონდა, რომლის გამოც რეესტრის უფროსმა ბიჭების დახოცვა გადაწყვიტა.

„ამბობდა, მამისტოლა კაცს ხელი როგორ დამარტყეს, მე და ჩემი შვილი გაგვიმეტეს, ამიტომ სიკვდილის ღირსები არიანო“, – განაცხადეს მოწმეებმა.

დღეს, სასამართლოში მსხვილიძის გარდა პოლიციის კიდევ ათი თანამშრომელი დაკითხეს. მათ იმ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც თავად ჩაატარეს.

შეგახსენებთ, სამი ახალგაზრდა: ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე 2014 წლის, 28 აგვისტოს, მარიამობის ღამეს, მოკლეს. ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა, ბექა სირბილაძე კი ფეხისა და გულ–მკერდის არეში დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დავით კუბლაშვილი სასამართლო პროცესებს არ ესწრება. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით იგი ფსიქიკურად დაავადებულია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ გაიმეტა სამი ახალგაზრდა სასიკვდილოდ ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსმა
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს სახელმწიფო ადვოკატიც დაიცავს
სცემეს თუ არა ყარათუბნელებმა სამი პირის მკვლელობაში ბრალდებული
სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
სამი ახალგაზრდა ყარათუბანში სანადირო თოფითა და ვაზნებით მოკლეს
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს განაჩენს გამოუტანენ
'ყვიროდა ყველა უნდა დაგხოცოთო', – მკვლელობას გადარჩენილის ჩვენება სასამართლოში