FM97.5 / LIVE

ქალთა მოძრაობა ქალთა მინიმუმ 30%–იან წარმომადგენლობას ითხოვს

მთავარიპოლიტიკა 19.05.2016
“ქალთა მოძრაობის” შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი 80% მამაკაცებით დაკომპლექტებული საარჩევნო სია არასამართლიანია და ქალებს უზღუდავს უფლებას ავირჩიოთ ქალები საკუთარ წარმომადგენლებად.

ქალთა მოძრაობა ქალთა მინიმუმ 30%–იან წარმომადგენლობას ითხოვს

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქალთა მოძრაობამ“ დღეს, 19 მაისს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, პარლამენტში ქალთა უკიდურესად დაბალი (12%) წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით ქალთა მოძრაობამ 2015 წლის 8 მარტს მოითხოვა კვოტირების მექანიზმის დანერგვა, რაც გულისხმობს 150 მანდატიან პარლამენტში მინიმუმ 38 ადგილის (25%) გამოყოფას ქალებისათვის.

„აღნიშნულმა კანონპროექტმა პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მუხედავად ამისა, პარტიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ საარჩვენო სიების შედგენისას გაითვალისწინებდა ქალების პოლიტიკაში ჩართულობის აუცილებლობას და მეტ ქალ კანდიდატს წარმოადგენდა პარტიულ სიაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

2016 წლის 16 მაისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო სიის პირველი ათეული ოფიციალურად წარადგინა. პირველ ათეულში მხოლოდ ორი კანდიდატია ქალი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ენმ უარს ამბობს ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე იმ პირობებშიც კი, როდესაც კანონმდებლობა მას სთავაზობს ფინანსურ წახალისებას (საბიუჯეტო დაფინანსების 30% გაზრდას) სიის ყოველ ათეულში სამი ქალის წარდგენის შემთხვევაში. ქალთა მოძრაობისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ამგვარი უგულვებელყოფა“, – აცხადებენ „ქალთა მოძრაობის“ წევრები.

მათი განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ ქალის საარჩევნო უფლებას - აირჩიოს და იყოს არჩეული.

„ჩვენ ვერასოდეს ავირჩევთ მეტ ქალს პარლამენტში, თუ პოლიტიკურმა პარტიებმა ქალი კანდიდატები არ დააყენეს საარჩევნო სიების გამსვლელ ადგილებზე. ენმ-ის მიერ წარმოდგენილი 80% მამაკაცებით დაკომპლექტებული საარჩევნო სია არასამართლიანია და ქალებს (მოსახლეობისა და ამომრჩეველთა უმრავლესობას) გვიზღუდავს უფლებას ავირჩიოთ ქალები საკუთარ წარმომადგენლებად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა, პოლიტიკური პარტიებისაგან ქალების საარჩევნო უფლების პატივისცემას, გენდერული ბალანსის დაცვას და პარტიების საარჩევნო სიებში ქალთა მინიმუმ 30% წარმომადგენლობას ითხოვს. განცხადების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ქალი კანდიდატების დასახელება არა ნებისმიერ, არამედ გამსვლელ ადგილებზე.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ თითოეული პარტიის საარჩევნო სიას და მოვუწოდებთ ყველა ქალს ხმის მიცემის დროს გაითვალისწინოს პარტიის გენდერული პოლიტიკა და საარჩვენო სიაში ქალთა წარმომადგენლობა.

ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პარლამენტში და მოვითხოვთ თანასწორობას დღეს!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეახსენებთ, 16 მაისს გავრცელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ათეული, რომელშიც მხოლოდ ორი ქალია.

სია ასე გამოიყურება:

1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია, 3. რომან გოცირიძე; 4. ნიკანორ მელია; 5. გიორგი ტუღუში; 6. ოთარ კახიძე; 7. სალომე სამადაშვილი; 8. ირაკლი აბესაძე. 9. სერგი კაპანაძე; 10. სერგო რატიანი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში“ – დისკუსია  ახალციხეში
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში
რუსთავი 2: ‘ნაცმოძრაობის’ საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
საინფორმაციო აქცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდასაჭერად
8 მარტს ახალციხე ქალების უფლებებისთვის მსვლელობას შეუერთდება
არასამთავრობოები: კვოტირების უარყოფა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს