FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა თავი ჩამოიხრჩო

მთავარისამართალი » შემთხვევა 27.02.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გაგა ივანიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან მშობლიურ სოფელში, ურაველში თავი ჩამოიხრჩო.

ახალციხის გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა თავი ჩამოიხრჩო

გაგა ივანიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი მეზობლის ბავშვებმა, დღეს საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან, გაგა ივანიძე სოფელში საკუთარი მანქანით დღეს მივიდა: „ბიცოლამისს დაუნახავს მანქანა, მერე რომ აღარ გამოჩენილა, მეზობლის ბავშვები გაუგზავნია, ნახეთ რას აკეთებს, როგორ არისო. გარდაცვლილი ბავშვებს უნახავთ და მათ ჩამოუხსნიათ“.

ივანიძე ახალციხეში ცხოვრობდა, მშობლიურ სოფელში სახლს, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს, ხშირად სტუმრობდა.

იგი წლების განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. თანამდებობა 2013 წლის გააზაფხულზე დატოვა და ახალციხეში „ბურჯანაძე – დემოკრატების“ შტაბის ხელმძღვანელად გადავიდა. აქ დაახლოებით სამი–ოთხი თვე დაჰყო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიიდან წამოვიდა.

ამ დროისთვის იგი უმუშევარი იყო. როგორც მისი ახლობლები და თანასოფლელები აცხადებენ, ბოლო დროს მას ფინანსური პრობელმები ჰქონდა.

„ყველას უკვირს, არავინ იცის რა მოხდა, ასე რატომ მოიქცა“, – ამბობენ ურავლელები.

მათივე თქმით, მომხდარის მიზეზზე საუბარი მეუღლესაც უჭირს: „ამბობს, ყოველთვის უთქმელი იყო. არ ვიცი ამის ჩადენა რამ აიძულაო“.

გაგა ივანიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ არალში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს
ნინოწმინდაში 68 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს
სოფელ ყვიბისში 63 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
ახალციხეში 69 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო
ბორჯომში 35 წლის პოლიციელი ჩამომხრჩვალი ნახეს
ახალციხეში 20 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო
ურაველში 40 წლის  მამაკაცმა თავი მოიკლა