FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო საბოლოოდ მოუგო

მთავარისამართალი 13.02.2015
„ახალციხის ციხიდან“ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ეკატერინე დგებუაძემ „ახალციხის ციხის“ ყოფილ დირექტორს ელგუჯა ბიჭაშვილს სასამართლო დავა საბოლოოდ მოუგო.

ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო საბოლოოდ მოუგო

ააიპ ‘ახალციხის ციხეს’, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლის ეკატერინე დგებუაძის დაბრუნება და წელიწადნახევრის განმავლობაში მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაეკისრა.

უზენაესმა სასამართლომ „ახალციხის ციხის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. ამიტომ ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ეკატერინე დგებუაძეს იძულებით განაცდური საათები უნდა აუნაზღაურონ და სამსახურშიც დააბრუნონ.

„მართლია ციხეზე დირექტორი შეიცვალა, მაგრამ დგებუაძე სამსახურში უნდა დააბრუნონ. თუ არ დააბრუნებენ და კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ აღასრულებენ, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, – ამბობს დგებუაძის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხის ყოფილმა დირექტორმა ელგუჯა ბიჭაშვილმა ამავე ციხის თანამშრომელი ეკატერინე დგეუბუაძე სამსახურიდან 2013 წლის 6 აგვისტოს გაათავისუფლა. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დ ქვეპუნქტი მიუთითა, რაც დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას ნიშნავდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დირექტორს ყოფილმა თანამშრომელმა სააპელაციო სასამართლოც მოუგო
ახალციხის ციხის დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
ახალციხის ციხემ წაგებული საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
სააპელაციო სასამართლომ ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომლის საქმე წარმოებაში მიიღო
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო
თანამშრომელი, რომელმაც ‘ახალციხის ციხეს’ სასამართლო მოუგო, სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ‘ახალციხის ციხის’ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა